კლინიკა “გიდმედი” სოციალურ ქსელში დამსახურებული ქირურგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს გიდმედისთვის უმძიმესი დღეა! ჩვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა უხუცესი, უთბილესი და ყველასათვის საყვარელი ქირურგი “ივანიჩი” – გივი ყაჭიური.
უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისათვის ეს საოცარი ადამიანი, რომლის მსგავსიც იშვიათია.
ოჯახს ვუსამძიმრებთ დიდი გულისტკივილით. ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი და სუფთა სული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










