LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქიბარ ხალვაში “რუსთავი2”-ს ყიდის

დაპოსტა 2019/08/12-ში
74
ნახვა
გაზიარება

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად „რუსთავი 2“ ავრცელებს და განმარტავს, რომ შესაბამის საკითხზე ტელევიზიის 100 %-იანი წილის მფლობელი განცხადებაში საუბრობს.

როგორც ხალვაში განმარტავს, „გადაწყვიტა, რომ გაყიდოს „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით“.

„თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“.

რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდნელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას.

არაერთხელ მითქვამს, რომ სასამართლო დავის დაწყების მომენტიდან, „რუსთავი2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ყველა ხერხი გამოიყენა იმისათვის, რომ კომპანია დაეზარალებინა. ალბათ, ყველას ახსოვს, რომ სწორედ ზარალის თავიდან აცილების მიზნით, 2015 წლის ნოემბერში ვითხოვდით კომპანიის დროებით მართვაში გადაცემას, თუმცა განვითარებული მოვლენებიც ალბათ, ასევე ყველას გახსოვთ. სამწუხაროდ, დადგა ის შედეგი, რასაც ვვარაუდობდი.

დღეს არხის ყოფილი გენერალური დირექტორი უკვე ღიად იმუქრება, რომ მის მიერ 7 წლის განმავლობაში „ნალოლიავებ“ კომპანიას გაანადგურებს. არადა, ჩემთვის ცხადია, რომ დავის დაწყების პირველივე დღიდან, იგი სწორედ კომპანიის განადგურებით იყო დაკავებული და მუქარა, პრაქტიკულად, შესრულებული აქვს, – ჩემი სიტყვების გადამოწმება, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის, ძალიან მარტივია.

დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, ნიკა გვარამიას რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად, კატასტროფის წინა მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კრედიტორული დავალიანება 70.000.000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27.000.000 ლარს შეადგენს. „რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აქვე ვიტყვი, რომ აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვნილ ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა.

ჩემთვის ცხადია და ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებული ვარ ამ დავაშიც გავიმარჯვებ.

მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. „რუსთავი2“-ის აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას.

სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის „რუსთავი 2“-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობით.

ერთადერთი, ვისათანაც არ ვაპირებ საუბარს, იქნება „რუსთავი2“-ის ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი.

გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში.

იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1.000.000 აშშ დოლარის თანხის განთავსება.

კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს – ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.

ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა.

იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლემები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები“, – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

თეგები: რუსთავი 2ქიბარ ხალვაში
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

ნოემბერი 20, 2025
137
მთავარი

მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის...

დაწვრილებითDetails

“მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს” – გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა

ნოემბერი 20, 2025
133
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე პროკურატურას ღია წერილით მიმართავს: გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას. მოგესალმებით! მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა. საქმე გახმაურებულია,...

დაწვრილებითDetails

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნოემბერი 20, 2025
39
მთავარი

 ქუთაისში ინოვაციური იდეების კონკურსის შეფასების პროცესი დასრულდა და ჟიურის გადაწყვეტილებით,  ორი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელთა იდეები  ქალაქის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებასა და თანამედროვე ურბანული გამოწვევების გადაჭრისკენა მიმართული.  ღია კონკურსი, ჩატარდა ურბანული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ნოემბერი 20, 2025
729
მთავარი

INFOIMERETi-ის ინფორმაციით 10 დღეა ქუთაისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მის პირადი ნივთები გუმათჰესის წყალსაცავთან იპოვეს, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაფერია.  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური  სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
58
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
1.7k
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
171
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
73
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
203
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
37
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».