საგარეჯოში ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად ნაცემი ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა.
მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა. როგორც მოკლული ქალის ახლობლები ყვებიან ,მამაკაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.
ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. მოკლული ქალი ციკო სულიკაშვილია. მას 2 შვილი დარჩა.
ასევე მოკლული ქალის ახლობლების ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.
“საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი.” – აცხადებენ მოკლული ქალის ახლობლები.