“ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქვეყანა რომ “ეკოლოგისტებს” დავუთმოთ არაფერი აშენდება და ფლორა-ფაუნაში ვიცხოვრებთ.
როგორც ზარქუამ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე თქვა, ჰესები მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის.
“სად არის ბატონი ზვიად ტომარაძე, ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ეროვნულ პროდუქციას მხარს უჭერს, გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, მეტი რომ უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიით, რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, იმ პასტას, რომლებსაც მე, შენ და ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიანი ფასში ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მე არ ვარ იმის მომხრე, რომ აპრიორი უნდა აშენდეს ან არ აშენდეს [ჰესები]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში ვიცხოვრებთ. მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკა არ გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტში, სადაც ამ წუთებში მიმდინარეობს დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობილი სხდომა, მინისტრებმა ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინეს.