LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ- არჩილ ჯალაღონია

დაპოსტა 2021/01/28-ში
58
ნახვა
გაზიარება

ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ, – ამის შესახებ ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა კლინიკაში პაციენტების რაოდენობა და მიმართვიანობა შემცირებულია. გარდა რამდენიმე ჰოსპიტლის კოვიდ-19 ბლოკისა ფაქტობრივად, დანარჩენების საწოლფონდის მინიმუმ 50% თავისუფალია. რამდენიმე კლინიკა საერთოდ ჩაიხსნა, როგორც კოვიდინფიცირებულთა მიმღები და დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. სსდ ბრიგადებით კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია 70%-ით იმ კლინიკებში, სადაც მე ვმუშაობ და ალბათ სხვაგანაც.

ზუსტ ანალიზს ვერ გავაკეთებ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ქუთაისში ნამდვილად ასეა და არამგონია რაიმე რადიკალური განსხვავებები იყოს სხვა ქალაქებთან შედარებით. აქვე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა გადაცდა 250 ათას და რეალური მინიმუმ 4-ჯერ მეტია, გამოდის, 3-მილიონიან ქვეყანაში ყოველი მესამე ინფექციაგადატანილია. ეს ადამიანი ფაქტობრივად არ გადაიტანს ვირუსს და წყვეტს დაავადების გადაცემის ჯაჭვს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველასთვის ცნობილია, დაავადების გადამდებია დაინფიცირებული ან ავადმყოფი ადამიანი. მოკლედ რომ ვთქვა და კითხვით არ მოგაწყინოთ თავი, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდაა უკვე: გვყავს მოსახლეობის 30% ინფექცია გადატანილი და იმუნიზირებული, საწოლფონდი განთავისუფლებული, მედპერსონალი გამოცდილი და ინფექციასთან ნაბრძოლი ფილტვებით, მოდის გაზაფხული, ვაქცინაცია, ვისწავლეთ ნიღბის ტარება და ნიღაბი არ ღირს ლარ-ნახევარი და სხვა მრავალი, დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ…

როცა იყო საჭირო შეზღუდვები, ამას ვაფიქსირებდი და მხარს ვუჭერდი. დღეში 6 დან 700-მდე ახალი შემთხვევა, რეანიმაციული რესურსების სრული დეფიციტი და დაინფიცირებული პერსონალი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. კი ბატონო, მომხრე ვიყავი შეზღუდვების, რადგან კლინიკებში ადგილები არ იყო პიკის დროს რამდენიმე კვირა და იქმნებოდა კოლაფსი სამედიცინო სერვისების და ლოჯისტიკის. ეპიდემიის დროს კონტროლის დაკარგვა და ქაოსი კრახია, ასეთ ვითარებაში ლოკდაუნი გამართლებულია, მაგრამ უკვე სხვა მოცემულობაა, გვაქვს მკვეთრად უკეთესი მდგომარეობა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანამ ლოქდაუნი დააგვიანა თავის დროზე და ახლა გახსნასაც ვაგვიანებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე მაინც ასე მგონია. ყველაფერს აქვს მიზეზი, მოქმედება და მოქმედების დასასრული. ახლა როცა ეს მოცემულობა რადიკალურად შეცვლილია ჩვენს სასარგებლოდ და მიკროსამყაროს წარმომადგენლები მკვეთრად უკან იხევენ, ვფიქრობ ურიგო არ იქნება დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში გადაყვანა და მოიხსნას შეზღუდვები. უნდა მოხდეს კოვიდ-19 ტიპის სოციალური ყოფიდან, ახალ რესოციალურ სივრცეში გადასვლა. ისეთ მომავალში ჩვენი ქვეყნის, რომ როცა ვირუსი ფილტვებს უკეტავს ადამიანებს და სასიკვდილოა, მისგან თავდასაცავი 10 თეთრიანი ნიღაბი არ ეღირება ლარ-ნახევარი“, – წერს ექიმი.

ვფიქრობ დროა მოიხსნას შეზღუდვები და მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუთვალისწიმებელი რისკებისაგნ თავდასაცავად შენარჩუნდეს წესები, რომელიც გულისხმობს სოციალური დისტანცირების დაცვას და საზოგადოებრივ სივრცეებში პირბადის მოხმარებას.

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

აშშ-ში, ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი მოყვა

იანვარი 20, 2026
12
მთავარი

აშშ-ში, დასავლეთ მიჩიგანში, 196-ე შტატთაშორის გზატკეცილზე ძლიერი თოვის დროს მომხდარ მასშტაბურ ავარიაში 100-ზე მეტი ავტომობილი, მათ შორის რამდენიმე სატვირთო მანქანა მოყვა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გზის გაწმენდას რამდენიმე საათი დასჭირდება, რომელიც ორივე მიმართულებით...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა – რატომ ძვირდება ოქრო მსოფლიოში

იანვარი 20, 2026
91
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 1 გრამი 999-სინჯიანი ძვირფასი ლითონის, ე.წ. „ბაჯაღლოს“ ღირებულებამ 416 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტანდარტული 750-სინჯიან ოქროს, 1 გრამის ფასი 312 ლარია, ხოლო 858-სინჯიანის...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია”- თენგიზ შარმანაშვილი

იანვარი 20, 2026
22
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტია - მას ნებისმიერი აქტის გამოცემა, რომელიც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, 24 საათის განმავლობაში შეუძლია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან პატიმრების...

დაწვრილებითDetails

2025 წელს საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო – საქსტატი

იანვარი 20, 2026
6
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს 498.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე...

დაწვრილებითDetails

“მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო წინსვლის გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით” – მარკ რუტე დონალდ ტრამპს

იანვარი 20, 2026
13
მთავარი

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ ტრამპ, ის, რაც თქვენ სირიაში მიაღწიეთ, წარმოუდგენელია, - ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელსაც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს. „დავოსში ჩემს...

დაწვრილებითDetails

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა

იანვარი 20, 2026
78
მთავარი

 ჭიათურის პროტესტის მონაწილეების განაჩენი გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ოთხივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გიორგი ნეფარიძე და მერაბ სარალიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში...

დაწვრილებითDetails

არავის სჭირდება მაკრონი, მაინც ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას – დონალდ ტრამპი

იანვარი 20, 2026
35
მთავარი

ემანუელ მაკრონი არავის სჭირდება, ის მაინც ძალიან მალე დატოვებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, რა პასუხი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

იანვარი 20, 2026
133
მთავარი

ნათლისღების მომდევნო დღეს აღინიშნება ხსენება ნათლისმცემლისა უფლისა - იოანესი. იოანე უდიდესი იყო წინასწარმეტყველთა შორის. მან დაასრულა ძველი აღთქმის ეპოქა და უფლის მხოლოდშობილი ძის განკაცება დაამოწმა. იოანემ თავისი ამქვეყნიური ღვაწლით ისაიას...

დაწვრილებითDetails

როდის გამოიდარებს ქვეყანაში – განახლებული პროგნოზი

იანვარი 20, 2026
31
ამინდი

საქართველოში ყინვა 22 იანვრამდე შენარჩუნდება, ხოლო 23 იანვრიდან ტემპერატურა მკვეთრად იცვლება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა. მისივე თქმით, 23 იანვრიდან დედაქალაქსა და...

დაწვრილებითDetails

ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

იანვარი 20, 2026
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».