LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას

ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას

დაპოსტა 2019/09/25-ში
A A
53
ნახვა
გაზიარება

საქართველოში დაბადებისას სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის კლებადი ტენდენციის მიუხედავად, ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების პრაქტიკა კვლავ რჩება,- აღნიშნულის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევის „სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანი პრაქტიკაზე საქართველოში” შედეგების კვლევაშია ნათქვამი.

აღნიშნული კვლევისას გამოიკითხა ოთხი რეგიონი: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

როგორც კვლევის შედეგებშია აღნიშნული, სქესის შერჩევის პრაქტიკა ადრე უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ახლა კი შემცირებულია, თუმცა რეგიონების მიხედვით შედეგები მაინც განსხვავდება. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევას საზიანო პრაქტიკად არ აღიქვამენ და ხაზს უსვამენ გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას. კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში კი, გამოვლინდა უარყოფითი დამოკიდებულება გენდერული ნიშნით შერჩევის პრაქტიკის მიმართ.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, 2005 წლიდან შეიმჩნევა ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების კლების ტენდენცია.

„საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისიდან დაირღვა დაბადებისას სქესთაშორისი ბალანსი, გაცილებით უფრო მეტი ვაჟი იბადებოდა, ვიდრე ბუნებრივად უნდა დაბადებულიყო და შესაბამისად ნაკლები გოგონა, რაც გარკვეულწილად იწვევს მოსახლეობის დემოგრაფიულ-სტრუქტურულ ცვილებებს. დღეისათვის ძალიან კარგადაა ცნობილი, რამ განაპირობა ამ პრაქტიკის აღმოცენება. ასევე, დადგენილია,რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან 2005 წლამდე ეს გადახრა იზრდებოდა და 2005 წლიდან შეიმჩნევა კლების და გამოსწორების ტენდენცია. ამ კვლევის მიზანი იყო რამ გამოიწვია, რა არის ის შესაძლო ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს დადებით ტენდენციაზე საქართველოში, ვინაიდან საქართველოს მაგალითი იყოს სანიმუშო იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეს პრაქტიკა გავრცელებულია და ეს ფენომენი არსებობს. კვლევის შედეგები არის ძალიან საინტერესო. გამოიკვეთა, რომ ქალთა ეკონომიკურმა გაძლიერებამ და ქალთა გაზრდილმა დასაქმებამ შეიძლება ძალიან დადებითი გავლენა იქონიოს სქესთა შორის დარღვეული ბალანსის გამოსწორებაზე, ვინაიდან ეს აძლიერებს ქალთა დამოუკიდებლობას. ასევე, ნათელია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების საზიანო პრაქტიკის შესახებ. დადებითი ცვლილებები გენდერული ნორმების თვალსაზრისით დადებითი გავლენის მომხდენი იქნება სქესთა შორის ბალანსის აღდგენაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი უწყობს ხელს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას”,- განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

კვლევის რეკომენდაციების ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭების არსებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, საჭიროა ჰოლისტური მიდგომის გამოყენება, სოციალური, ეკომონიკური და კულტურული განზომილებების გათვალისწინებით. რეკომენდაციის თანახმად, არსებული პრაქტიკის დასაძლევად, ძირითადი მიმართულება უნდა ეფუძნებოდეს სიღარიბის შემცირებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და ქალების გაძლიერებას.

თეგები: ვაჟებიკვლევასამცხე-ჯავახეთიქართლიშობადობა
გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი - ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს,...

დაწვრილებითDetails

ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

თბილისში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას საქმეზე სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ნინო კაპატაძემ ჩვენება მისცა. ჩვენების დეტალებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. როგორც ექიმმა აღნიშნა, შემთხვევის დღეს ახალგაზრდა ქალი...

დაწვრილებითDetails

გურიაში 23 წლის ბიჭმა მეზობელი ინტერნეტით მიღებული დავალების გამო მოკლა

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ…თამუნა გარდაიცვალა”- ტრაგედიის დეტალები
მთავარი

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. ისი­ნი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს....

დაწვრილებითDetails

ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები

by მეგა TV
მარტი 25, 2026
0
ხონში გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ეროზიული/მცირე მეწყრული უბნები
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა როგორც სტაბილური, ისე რისკის შემცველი ზონები, რომლებსაც სპეციალისტები შეისწავლიან - ამის შესახებ ხონის მერიის მიერ გავრცელებულ იფნორმაციაშია ნათქვამი. ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, მოადგილე გერასიმე...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

თურქეთში ბიზნესის სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
მთავარი

თურქეთის პოლიციამ, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავა, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი,...

დაწვრილებითDetails

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ
მთავარი

25 მარტს 14:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიასთან პრესკონფერენციას გამართავენ: "დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს.  საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე...

დაწვრილებითDetails

2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
ვის რამდენით დაუფინანსდება სწავლის საფასური
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინიტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 25, 2026
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
მთავარი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. სააგენტოს განცხადებით, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. „1801 წელს რუსეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"