ბერძენმა ვიკი ცონმა პირველმა გაიგონა ქართველი გოგონას მიერ ნაგავში ჩაგდებული ბავშვის ხმა. ქალი ჰყვება, რომ იგი დახმარებისთვის ხალხს ეძახდა, თუმცა, არცერთი მათგანი არ გაჩერდა, როცა ტირილის ხმა გაიგო მასაც ეგონა, რომ შეიძლებოდა კნუტი ყოფილიყო, თუმცა, მალევე მიხვდა, ჩვილი ბავშვი ტიროდა, სანაგვეს თავი ახადა და ქაღალდის ჩანთა დაინახა, რომელშიც რაღაც მოძრაობდა.
“უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი სანაგვე არ არის, არამედ მიწისქვეშა ყუთია. დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ არავინ გაჩერდა. არავინ მიჯერებდა, ყველას კატა ეგონა და მეუბნებოდნენ, რომ ნასვამი ვიყავი და რაღაცები მეჩვენებოდა.
მე ბავშვი გზიდან არ ამიყვანია, სანაგვიდან ვცდილობდი მის ამოყვანას და მართლა ვიბრძოლე მის გადასარჩენად. ვეუბნებოდი, რომ გადავარჩენდი და ნუ ტიროდა. მაგრამ თან არ მინდოდა, დამენახა ბავშვი, რადგან გული მიმდიოდა. არავის ვაძლევდი უფლებას შიგ ნაგავი ჩაეგდო.
შემდეგ ორი გამვლელი გაჩერდა და პოლიცია გამოიძახეს, ოფიცრები ადგილზე ხუთ წუთში გაჩნდნენ და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.”