“არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს” – ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტები პუტინისტური ძალადობრივი ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს” ოფისის მუშაობას აპროტესტებენ და მის დახურვას ითხოვენ.
კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა მათ არაფერი გააკეთეს კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად.
ახალგაზრდების მისამართით იყო მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინებაც, თუმცა პოლიციამ მხოლოდ აქციის მონაწილე ახალგაზრდა კაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც ანალოგიურად, ბიძინა ივანიშვილი მოიხსენია.
ახალგაზრდების გულისტკივილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხელყოფაა, რადგან ალტ ინფოს გაცხადებული პოლიტიკა მტრული სახელმწიფოს მსახურებას.
„ჩემი აზრით იმ რაიონში, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გიორგი ანწუხელიძე გაიზარდნენ არ უნდა იყოს ალტ-ინფოს შენობა“ – აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.










