ქართულ-შვედური ფილმის ჩვენებაზე მისულ ადამიანებს კინოთეატრებთან შეკრებილი პროტესტანტები დახვდებიან, რომელთა მიზანიც ფილმის ჩვენების ჩაშლაა.
კინოთეატრთან მობილიზებულია ვასაძის მომხრეთა ჯგუფები.
პოლიციამ კიდევ ერთი გნცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია ,,გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში მდებარე რამდენიმე კინოთეატრში მხატვრული ფილმის პრემიერა იმართება. ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება განცხადებები კინოჩვენების ხელშემშლელი ღონისძიებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”