მრავალჯერადი პირბადეები სააფთიაქო ქსელებში უკვე დღეიდან გაიგზავნება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. პირბადეები ყველა ძირითად სააფთიაქო ქსელში სუბსიდირებულ ფასად 50 თეთრად გაიყიდება.
როგორც მინისტრმა განაცხადა უპირველესად, პირბადეები ცხელ წერტილებში გაიგზავნება. შაბათ კვირიდან კი კი ყველა რეგიონულ ქსელს ექნება პირბადეების გაყიდვის შესაძლებლობა, მათ შორის, უცხოური პირბადეებისაც.