LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი – მიხეილ ყაველაშვილი

დაპოსტა 2025/08/11-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

„ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი,- ასე უპასუხა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რა აქვს სათქმელი შინდისის გმირებისთვის იმ ფონზე, „როდესაც აგვისტოს ომში საკუთარ სამშობლოს ადანაშაულებს“.

როგორც ყაველაშვილმა განაცხადა, არსებობს კითხვები იმჟამინდელი ხელისუფლების -„ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით, რასაც პასუხი უნდა გაეცეს.

„რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს, მინდა გავმიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური და გეტყვით რატომ – არასდროს „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას, არავის არასდროს არ გაუმართლებია რუსეთის საქციელი. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ყველა სადავო საკითხში. რუსეთი რომ ოკუპანტია, რუსეთმა რომ ჩაიდინა დანაშაული და გენოციდი მოუწყო საქართველოს, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ ომის დაწყებაში ქვეყანას კი არ ვადანაშაულებთ. თითოეული სახელი, როგორც დღეს აღვნიშნავთ ამ ბიჭების თითოეულ გმირობას, არ უნდა იყოს დავიწყებული თითოეული ქართველისთვის, მით უმეტეს, ამ გმირობის მაგალითზე. ყველა ჩვენგანმა, ნებსით თუ უნებლიედ, შეიძლება გამიზნულად, ვერ დავიცავით, ვერ უზრუნველვყავით, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას შეეფერება, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ ჩვენს წინამორბედებზე, მაშინდელ ხელისუფლებაზე. გარკვეული კითხვები დატოვეს, თუ რატომ მოიქცნენ ასე. არ გავასწრებ მოვლენებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი ვარ, დაველოდოთ საბოლოო გამოძიებას“,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების მიმართ კითხვები აქვს მთელ საქართველოს, თუ რატომ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ რუსეთი უკვე შემოჭრილი იყო.

„რუსეთის ქმედება ყველასთვის ნათელია. მათ ჩაიდინეს დანაშაული საქართველოს წინაშე, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და საპასუხოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. რუსეთის ქმედებაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ლეგიტიმური კითხვა იმ ხელისუფლებასთან“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მისი განმარტებით, საქართველო აუცილებლად იქნება სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი დანაშაული არ დაიფარება.

„ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ძლიერი ქვეყანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ვიქნებით სამართლიანი სახელმწიფო და არცერთი ინსტიტუცია, არცერთი წარმომადგენელია ამ ქვეყანაში, რომელსაც განხორციელებული აქვს მითუმეტეს საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაული, არ უნდა იყოს დაფარული. ყველაფერი უნდა იყოს გაცხადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. დანარჩენი, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

ზუგდიდში ქალმა ქალი მოკლა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ქალია დაკავებული.   „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული)...

დაწვრილებითDetails

სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს
მთავარი

სპეცრაზმის მიერ ნაცემ სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 თვის შემდეგ მიანიჭეს. მისი თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად: "პირველ რიგში...

დაწვრილებითDetails

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია
მთავარი

22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს. "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ეს არის მათი მთავარი სათქმელი. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური...

დაწვრილებითDetails

რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ
მთავარი

რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ან გაგრძელება სურთ, სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა მოეთხოვებათ. ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-რესურსი, Sotaproject, ასევე, საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი თავის ვებგვერდზე წერს....

დაწვრილებითDetails

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია, მათ შორის "ნეტგაზეთი", "ბათუმელები", "პუბლიკა" ON.GE, "მედია ჩეკერი", იმერეთში მოქმედი სააგენტოების "ინფო იმერეთისა" და "ქუთაისი პოსტის" საიტები და სხვა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა,...

დაწვრილებითDetails

დიდი საფრთხის მატარებელია, როდესაც ხილ-ბოსტნეული იყიდება გზის პირას

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს
მთავარი

„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს. მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი იყო და 2004...

დაწვრილებითDetails

არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე
მთავარი

ქუთაისში, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „რეორგანიზაციის“ საბაბით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიცია გახდა, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"