LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების „თავებით“ ლამის ფეხბურთი ითამაშოს – რამდენად შეიძლება ყველაფერზე წავიდეს კი არა, უკვე ყველაფერზე წავიდა – ლაშა ტუღუში

დაპოსტა 2025/01/22-ში
25
ნახვა
გაზიარება

ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლების სიმტკიცეს, შეუვალობას გვაჩვენებს, თუმცა ეს დიქტატურის გზაა. როდესაც კანონი არის ის, რომელიც შენ მოგწონს და მას მხოლოდ სხვების წინააღმდეგ იყენებ, ეს დიქტატურისკენ მიმავალი გზაა – მზია ძალიან ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანია, ის არ დათმობს არაფერს და თავის პოზიციაზე ბოლომდე იქნება. დღეს, რაც მის გარშემო ხდება, სამარცხვინოა. ის, რომ ადამიანს ღიად შეურაცხყოფას აყენებენ და ლამის „მოქალაქეების თავებით ფეხბურთი ითამაშონ“, ეს ჩემთვის მიუღებელია,- ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადახედვის შესახებ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მისი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, დასკვნის სახით, მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოს, რომელიც ჟურნალისტის მიმართ „სავალალო, ცუდ და სამარცხვინო რეალობას“ ნათლად ასახავს.

„მზიას საქმესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისიდან მეტ ინფორმაციას ველოდები დასკვნის სახით და მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა შეესაბამებოდეს იმ სავალალო, ცუდ და სამარცხვინო რეალობას, რომელიც მზიასთან დაკავშირებით არსებობს. მისი ქმედებები [ლევან იოსელიანის] კითხვებს იწვევს, ვისურვებდი, რომ ომბუდსმენის ოფისი ბევრად უფრო აქტიური და მეტად ჩართული იყოს იმ პროცესებში. მას და მის გადაწყვეტილებებს მეტი სიმწვავე, ოპერატიულობა და სიჩქარე სჭირდება. არის ვითარებები და სიტუაციები, როდესაც დროულობა ბევრ რამეს უპასუხებს. ის ამბობს, რომ ცდილობს კარგად მოამზადოს გადაწყვეტილებები, თუმცა არის ვითარება, როცა რესურსები ოპტიმალურად უნდა გადაანაწილო. დღეს არ არის ბუნდოვანებების დრო, მეტი ენერგიაა საჭირო“,- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუში, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და გაბრაზდეს, რომელიც შემდგომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან შესაბამის გადაწყვეტილებებზე – სანქციებზე იქონიებს გავლენას.

„საზოგადოება უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს, უფრო მეტი ადამიანი, გაფიცვა, ბრძოლა და გაბრაზებაა საჭირო, რომელიც მსგავს რეაქციებს გამოიწვევს ჩვენი გარე მეგობრების მხრიდან. დღეს რაც ხდება, ეს ქვეყნის ღალატია. ხელისუფლებამ ქვეყანა გადააგდო იმ მდგომარეობაში, სადაც ის ძალიან მოწყვლადია და შესაძლოა, რუსეთის და სხვა ბოროტი ძალების მსხვერპლი გახდეს. ეს კი იმ პირდაპირი ბნელი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ჯდება სამოქალაქო არდამორჩილება და რაც კი სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება, ყველაფერს მხარს ვუჭერ, რომ ვითარება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, თუ პროტესტი საკმარისი არ არის, ის კიდევ უფრო უნდა გამწვავდეს- დაწყებული გაფიცვებით, ქუჩებში პროტესტით, აქ არ ვგულისხმობ დამხობას, თუმცა მშვიდობიანი, ენერგიული და მწვავე პროტესტი მიზანთან გაგვიყვანს“, – განაცხადა ტუღუშმა.

რაც შეეხება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ დაპირებას, ტუღუშის თქმით, მმართველი პარტიის ყველა განცხადებას სერიოზულად უნდა შევხედოთ და არა როგორც ზღაპარს.

„როცა ხელისუფლება ასეთი კატეგორიული მოთხოვნებით საუბრობს, რომ შექმნის საგამოძიებო კომისიას და ა.შ. სერიოზულად უნდა მივიღოთ, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? სახელმწიფოში ვართ. მარტო პარტიების აკრძალვაზეც არ არის საუბარი. ადამიანებს ძვლები დაუმტვრიეს, ქალი და კაცი არ იციან, ფეხსაცმელები გახადეს და ძარცვავდნენ, როდესაც სხვაგვარად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ. როდესაც პოლიციის უფროსი ქალს აფურთხებს- მე უნდა ვიფიქრო, რომ ეს სიზმარი და ზღაპარია და ხვალ ის კეთილი გახდება? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაჭერაზე კი არა, ხელისუფლება ყველაფერზე წავიდა, კიდევ ზღაპრების გვჯერა, რომ ვიღაცამ დაიძინა და კეთილი გახდა? ეს არასერიოზულობაა… რამდენად შეიძლება ყველაფერზე წავიდეს კი არა, უკვე ყველაფერზე წავიდა…

ეჭვი არ შეგვეპაროს ამათ [„ქართული ოცნების“] მიზნებში, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

105 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან

თებერვალი 25, 2026
4
მთავარი

105 წელი გავიდა საბჭოთა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ოკუპაციის დაწყებიდან. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა, საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 25 თებერვალს

თებერვალი 25, 2026
59
ამინდი

25 თებერვალს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +14 გრადუსს პროგნოზირებენ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა +18 გრადუსი - ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთშია ნავარაუდევი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 -...

დაწვრილებითDetails

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 25, 2026
225
მთავარი

ვერძი   თავი შეიკავეთ პირად და საოჯახო თემებში გადაწყვეტილებების მიღებისგან. იყავით მეტად დიპლომატიური. რაც შეეხება საქმიან სფეროს, იაქტიურეთ, ნუ გაუშვებთ ხელიდან ახალ სარფიან შემოთავაზებებს.   კურო   არის გაუგებრობებისა და...

დაწვრილებითDetails

სანიტარი რომელმაც შვილს მოკვლა სცადა დააკავეს

თებერვალი 24, 2026
428
მთავარი

 სანიტარი, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილის მკვლელობა სცადა, დააკავეს | ამ დროისთვის ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ბრალის წარდგენის მოლოდინშია. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა – საქსტატი

თებერვალი 24, 2026
237
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში. წინა კვარტალთან შედარებით კი, აღნიშნული ინდექსი...

დაწვრილებითDetails

არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა – რას ამბობს ექიმი ჩვილზე, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 24, 2026
398
მთავარი

ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, "მედინას" კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა

თებერვალი 24, 2026
10
მთავარი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

იანვარში ჯარიმა/საურავებიდან ბიუჯეტში 40.5 მილიონი ლარი შევიდა

თებერვალი 24, 2026
19
ეკონომიკა

2026 წლის იანვარში, ჯარიმებიდან/სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად თითქმის 19 მლნ ლარით, მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 11 მლნ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების...

დაწვრილებითDetails

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში – მთავრობამ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარა

თებერვალი 24, 2026
218
მთავარი

საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის ანალიზის პრეზენტაციას მართავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციისას განაცხადა, კვლევა საკმაოდ მასშტაბური იყო, რომლის ფარგლებშიც 12 500 საწარმო გამოიკითხა. მისივე თქმით, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო,...

დაწვრილებითDetails

ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებით გეგმა „ბ“ არ არსებობს, ვეცდებით, ეს ქვეყანა ჩვენს უსაფრთხოებას მივამაგროთ – საფრანგეთის ელჩი

თებერვალი 24, 2026
18
მთავარი

უნდა მოხდეს რუსეთის შეკავება - მისი შეკავება უნდა მოხდეს უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე საქართველოში. თქვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და შესაბამისად, საქართველომ ყველაზე უკეთ იცის რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისის ფასი, - ამის შესახებ საქართველოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».