ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ფანოღი, მომღერალი, მუსიკოს-აკომპანიმატორი ნური (თეთრო) არჯევანიძე და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფიულ საზოგადოებას“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.











