ქართული ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი გრანპრის მფლობელია, დიტო ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით იქნა დაჯილდოებული.
ფილმი, რომლის იდეაც „შინდისის“ პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს. ფილმში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ.
გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.