ღვინის შესახებ გადაღებულმა ქართულმა ფილმმა ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 2017 წელს გაიმარჯვა.
ნანა ჯორჯაძის რეჟისურით გადაღებულმა ფილმმა “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ფესტივალზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა:
- საუკეთესო უცხოური ფილმი
- საუკეთესო პროდიუსერი – შალვა ხეცურიანი
- საუკეთესო სცენარის ავტორი – თამთ ბართაია
- საუკეთესო რეჟისორი – ნანა ჯორჯაძე
- საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე
- როლის საუკეთესო შემსრულებელი – რევაზ ხეცურიანი
ფილმი მოგვითხრობს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და მის ტრადიციებზე. ამასთან, ღვინის, როგორც კულტურული ფასეულობის როლზე მსოფლიოს მასშტაბით.
ჰოლივიდუსი დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებამდე ფილმს რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდო ჰქონდა მოპოვებული.