“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ცოლმა, ირა ფიჩხაძემ, ტელე-რადიო კომპანია “ტვ 24“ იყიდა, – როგორც ნეტგაზეთი წერს, ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ არაერთ ცნობილ ჟურნალისტთან.
ირა ფიჩხაძემ “ტვ 24“ ვიქტორ მეძმარიაშვილისგან 50 000 დოლარად იანვრის ბოლოს შეიძინა. ამჟამად “ტვ 24“ -ის დირექტორიც ირა ფიჩხაძეა. ტელევიზია საცდელ მაუწყებლობის დაწყებას აპრილის ბოლოს გეგმავს.










