LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

დაპოსტა 2025/10/27-ში
23
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბოლო 10 დღეში, ადმინისტრაციული წესით მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს , 1 ჟურნალისტს კი მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, ბოლო 10 დღეში, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 1 ჟურნალისტს კი – მცირე დროით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 25-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მკაცრად გმობს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მასობრივ დევნასა და დაკავებებს და აღნიშნულს მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად, ასევე თავისუფალი სიტყვის ჩახშობისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს.

დაკავებულთა შორის არიან: ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია. მოსამართლემ მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი. 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, მან საპატიმრო უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი, ცირა ჟვანია. მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი ირაკლი წულაია. მოსამართლემ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი – ლიკა ბასილაია-შავგულიძე. მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი. მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჟურნალისტი მაიკო ბოკერია. იგი 5 000-ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაიკო ბოკერია მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დააკავეს. ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი, გიორგი ლიფონავა. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა. მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი, ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. კვარაცხელიამ იზოლატორი უკვე დატოვა. ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი, ნიკა პატარაია. მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს. გათავისუფლებისას, მას უთხრეს, რომ იგი სხვა პირში აერიათ”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
98
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
935
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails

დავით ტაბიძეს 300 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 29, 2025
82
მთავარი

სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – ვალუტის განახლებული კურსი 30 ოქტომბრისთვის

ოქტომბერი 29, 2025
193
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

ოქტომბერი 29, 2025
67
მთავარი

2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.სხდომას ესწრებოდნენ:1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა...

დაწვრილებითDetails

თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაჯარიმდებით

ოქტომბერი 29, 2025
131
მთავარი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
314
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
578
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
6.4k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
125
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».