LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა – პეტრა ბაირი

დაპოსტა 2025/06/27-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას, – ამის შესახებ ავსტრიის პარლამენტის წევრმა პეტრა ბაირმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატებზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება.

 

„ეკონომისტის დაზვერვის ერთეულის“ დემოკრატიის ინდექსის 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში დემოკრატიის მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი გაუარესებაა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. 200 დღეზე მეტია, ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

 

„ქართული ოცნების“ მეთაურობით მთავრობამ რეპრესიული ზომების სერია დააწესა, როგორიცაა შემზღუდავი კანონმდებლობის ცვლილებები, სისხლისსამართლებრივი დევნის გაძლიერება და ზოგჯერ მკაცრი სასჯელები დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ცნობილი ფიგურების მიმართ. მხოლოდ მცირე ნიშნებია იმისა, რომ საპროტესტო აქციები საბოლოოდ, პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს“, – განაცხადა მან.

 

პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანაში ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მზია ამაღლობელის დაკავებაა, რომელიც პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო დააკავეს.

 

„დღემდე ქვეყანაში დაპატიმრების ყველაზე გახმაურებული შემთხვევა იყო ქალბატონი მზია ამაღლობელის დაკავება, დამოუკიდებელი მედია საშუალებების დამფუძნებლისა და დირექტორის საქმე. იგი დააკავეს ბათუმში საპროტესტო სტიკერის გაკვრისა და სავარაუდოდ, პოლიციელისთვის ხელის დარტყმის გამო.

 

„ქართულმა ოცნებამ“ მრავალი კანონი მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს მომიტინგეების მიმართ უფრო შემზღუდავი მიდგომის გამოყენებას. ესენია ჯარიმების და თავისუფლების აღკვეთის სასჯელების გაზრდა და ახალი სისხლის სამართლის დანაშაულების, როგორიცაა ღალატი, შემოღებაც კი. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში, გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა 180 ევროს ეკვივალენტიდან 1800 ევრომდე გაიზარდა, რაც უბრალოდ მიზნად ისახავს ადამიანების ყურადღების გადატანას მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვისგან.

 

ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო. ჩვენს საერთო ღირებულებებში არსებობს წითელი ხაზი და ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური ადამიანის უფლებებით, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ნამდვილად დაუშვებელია.

 

არ უნდა დავკარგოთ იმედი და ვეცადოთ კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რათა ჩაატარონ ახალი არჩევნები აქტივისტებისა და დემონსტრანტების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად და, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა მან.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს
მთავარი

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვს და დანაშაულები, მათ შორის, ამერიკაშიც აქვს ჩადენილი. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პატრული ავრცელებს. ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მდებარე აშშ-ის იმიგრაციისა და მიგრაციის...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კაცი, რომელიც პოლიციელმა შემთხვევით დაჭრა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
გარდაიცვალა კაცი, რომელიც პოლიციელმა შემთხვევით დაჭრა
მთავარი

თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში...

დაწვრილებითDetails

სკოლა „თაობა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
სკოლა „თაობა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

სკოლა „თაობა“ მოსწავლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „უდიდესი ტკივილით და მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი მოსწავლის ანანო სავულიდის გარდაცვალების შესახებ. სკოლა თაობის გუნდი უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას....

დაწვრილებითDetails

ბათუმში, სიმაღლიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა და დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე გამოიძახეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე...

დაწვრილებითDetails

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავა
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც...

დაწვრილებითDetails

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. შსს-ის ცნობით,...

დაწვრილებითDetails

სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც კუდით იღბალს დაიჭერს ივლისში

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

2025 წლის ივლისში სამი ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა იღბლიანი და წარმატებული პერიოდით, რაც მათ კარიერაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰპირდება. 🏆 1. კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი) კირჩხიბებს ივლისში განსაკუთრებული იღბალი ელოდებათ. მზის და...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მშვიდობასა და სიწყნარეს ეძებენ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
როდის არის სავსემთვარეობა ოქტომბერში და როგორ იმოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე
მთავარი

მერწყული მერწყულები მუდმივად ცდილობენ საკუთარი ემოციების გაგებას, რაც ხშირად მათთვის დამღლელია. ისინი ისწრაფვიან, რომ გარკვეული დრო გაატარონ სიწყნარეში და მარტოობაში, რათა უბრალოდ დაალაგონ თავიანთი ფიქრები. მათ არ უყვართ აჩქარებული ცხოვრების...

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მიეჯასა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
დაკავებულია პირი რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა
მთავარი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.   მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"