”ქართული ოცნება” აპირებს წლევანდელი საარჩევნო კამპანიის გაყალბებას – ამის შესახებ ”პლატფორმა 2020-ის” დამკვირვებელმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განყცხადა დარღვევები იკვეტება ქუთაისში, სინაურის ქუჩაზე სადაც 15 წლის წინ გაუქმებულ ქუჩის სანომრე ნიშნებს იყენებ. მაშინ როდესაც სინაურის ქუჩა 44 ნომერში მთავრდება, საარჩევნო სიაში კვლავ მითითებულია სინაურის ქუჩის 46, 48 და სხვა მზარდი ნომრები. ავთანდილ კუხიანიძე ცესკოს მოუწოდეს დაუყოვნებლუვ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე:
”სინაურის ქუჩაზე 44 ნომრის შემდეგ იწყება კვიცარიძის ქუჩა, საარჩევნო სიებში კი პიროვნებები ჩაწერილია მატების მიხედვით, მაგალითად 46, 48 და ასე შემდეგ. ისინი მოვლენ არჩევნებზე და ხმას მისცემენ კონკრეტულ სუბიექტებს, რაც არის პიდაპირ დარღვევა და ცესკოს ამასთან დაკავშირებით ვთხოვთ რეაგირებას. ასევე მეორე მხარესაც არის კენტი რიცხვები, რომლებიც გრძელდება, აქ არის ჩიხი და აქედან რეალურად გრძელდება კვიცარიძის ქუჩა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საარჩევნო კამპანიაზე, ”ქართული ოცნება” აპირებს წლევანდელი საარჩევნო კამპანიის გაყალბებას. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ხარვეზი .15 წელზე მეტია რაც ეს ქუჩის სანომრე ნიშნები აღარ არსებობს და ამოღებულია ნუმერაციიდან.” – განაცხადა ”პლატფორმა 2020-ის” დამკვირვებელმა განაცხადა.