აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების” შესწორების წინადადება შეიტანეს – ამის შესახებ თავდაპირველად Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტმა, ალექს რაუფოღლუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ირკვევა, რომ შესწორების წინადადება კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

- შესწორება აშშ-ს მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას უკრძალავს.
კანონპროექტი 11 სექტემბერს დაარეგისტრირეს.
- გამოქვეყნებული სქრინის მიხედვით, შესწორების წინადადება კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.
განცხადება რამდენიმე წუთის წინ, შესწორების ავტორმა ჯო უილსონმაც გამოაქვეყნა:
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით…
კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, – წერს ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი.
- სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტი კანონია, რომელიც ადგენს სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირების ჩარჩოს და ბიუჯეტს.