LIVE TV
ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება

დაპოსტა 2025/10/29-ში
11
ნახვა
გაზიარება

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, დაკავებული ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.

გავრცელებულ განცხადებაში,  ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია წერს, რომ დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციური პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში.

“ჩვენ, ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლება-აღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და ჰუმანური მოპყრობა არის ფუნდამენტური უფლება, რომლის გარანტირება აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით, პროგრესულად უარესდება დღიდან მისი თავისუფლების აღკვეთისა.
ნინო დათშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციია პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო- პირობებში.სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.
ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პედაგოგსა და კოლეგას, ვინც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის ჯანრთელობას, განათლებასა და კეთილდღეობას.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანური ღირსების, ჯანმრთელობისა და პროფესიული პატიოსნების დაცვისადმი.’ – წერია განცხადებაში.

9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

თეგები: ნინო დათაშვილი
გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
286
მთავარი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გულწრფელი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და ერთგული მეგობარი, ბავშვთა ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნანა გელაძე. ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი კლებას განაგრძობს – რა ღირს 1 გრამი

ოქტომბერი 29, 2025
1.2k
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი მესამე დღეა კლებას განაგრძობს. თბილისის დროით 22:00 საათის მდგომარეობით, ბირჟებზე 1 უნცია ოქრო 3 964 დოლარად ივაჭრება. მიუხედავად იმისა, რომ დღის ჭრილში ფასი 1.02%-იან კლებას აჩვენებს,...

დაწვრილებითDetails

სექტემბერში 100-ლარამდე ხელფასი 10 516 ადამიანს ჰქონდა

ოქტომბერი 29, 2025
63
მთავარი

2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3%-ით შემცირდა იმ პირების რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 100 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში 100-ლარამდე ხელფასი 10 842 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში...

დაწვრილებითDetails

არეულობა და შეტაკებები – დაღუპულია 64 ადამიანი (+ფოტო)

ოქტომბერი 29, 2025
770
მთავარი

ბრა­ზი­ლი­ის ქა­ლაქ რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი რე­ი­დის დროს, სულ მცი­რე, 64 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN-ი ბრა­ზი­ლი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პულ­თა შო­რის...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ოქტომბერი 29, 2025
38
მთავარი

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის ადვოკატები მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდნენ. მათი განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში გაუარესდა და ესაჭიროება...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულის მერი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
27
მთავარი

ძვირფასო ხარაგაულელებო, დღეიდან საქმიანობას ახალი უფლებამოსილების ვადით ვაგრძელებ. ეს არის თქვენი ნდობისა და ჩემი პასუხისმგებლობის გაგრძელება — ვალდებულება, რომ დაწყებული საქმეები ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და ახალი მიზნებით კიდევ უფრო წინ...

დაწვრილებითDetails

არქიმანდრიტი, მამა ნიკოლოზი 89 წლის გახდა

ოქტომბერი 29, 2025
22
მთავარი

არქიმანდრიტი, მამა ნიკოლოზი 89 წლის გახდა. მისალოც წერილს სოციალურ ქსელში დეკანოზი სერაფიმე დანელია აქვეყნებს: "დღეს ჩვენს მამა ნიკოლოზს 89 -ე წელი შეუსრულდა! ვულოცავ შორიდან და ჩვენდა სანუგეშოდ დღეგრძელობას და ჯანის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერი განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 29, 2025
24
მთავარი

დავით ერემეიშვილი დღეიდან ქუთაისის მერის რანგში საქმიანობას შეუდგა. ის გასული წლის ივლისიდან მერის მოვალეობას ასრულებდა. დავით ერემეიშვილის თქმით, ის გეგმავს გაცემული დაპირებების შესრულებას. "დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და...

დაწვრილებითDetails

ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას – ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია

ოქტომბერი 29, 2025
4
მთავარი

განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროგრესულად უარესდება - ნინო დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა

ოქტომბერი 29, 2025
3
მთავარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელს „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ 88 დეპუტატი აწერს ხელს....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».