საბერძნეთის ციხეში ქართველს ქართველის მკვლელობისათვის დამატებით 25 წლიანი სასჯელი ემუქრება.
დავით მურჯიკნელი საბერძნეთის ციხეში სამუდამო პატიმრობაში იმყოფებოდა რა დროსაც ბრალდების მხარის მტკიცებით მან ქართველი მსჯავრდებული მოკლა.
კრიმინალური გარჩევის მიზეზი თანამესაკნეებს შორის უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ხელნაკეთი იარაღით მოხდა. ჭრილობა გარდაცვლილს გულის არეში ჰქონდა და მისი გადარჩენა ექიმება ვერ შეძლეს .
დავით მურჯიკნელის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯერ არ იცნობს მასალებს და არ იცის არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე. სასამართლო პროცესი სამშაბათს, კუნძულ კრეტაზე გაიმართება. თუ სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, მაშინ მას დამატებით კიდევ 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება
ცნობისთვის, მურჯიკნელი სასჯელს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ბერძენი მსახიობის მკვლელობის გამო იხდის.
ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს