ქართველმა წყვილმა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
ბულგარეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით. ქართველმა წყვილმა – აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა – ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე კი ბულგარელ წყვილს ერგო. ტურნირზე 11 წყვილი ასპარეზობდა.
ქართველმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს გაიმარჯვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ წყვილს მსოფლიოს ჩემპიონობას და მათ კვლავაც წარმატებებს უსურვებს.
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...










