ქართველმა მოციგურავეებმა კარიერის ისტორიაში პირველი ოქრო მოიპოვეს. კანადასა და რუსეთზე უკეთესი შედეგი და პირველი ადგილი – ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იუნიორთა შორის გრანპრის მეექვსე ეტაპზე სპორტულ ცეკვებში პირველობა არავის დაუთმეს.
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპზე 14 ქვეყნის 17 წყვილი მონაწილეობდა. ქართველი სპორტული წყვილის მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიასათვის ეს სერიის მეორე ეტაპი იყო რიგაში გამართული ტურნირის შემდეგ. ამ ეტაპის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გრან -პრის ფინალური საგზურის მოსაპოვებლად და 5-9 დეკემბერს იტალიის ოლიმპიურ ქალაქ ტურინში გასამგზავრებლად. ზაგრებში ,მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევიამ ღირსეულად იასპარეზეს, სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენეს ორივე პროგრამაში და ჯამური 169 , 22 ქულით პირველი ადგილი და ოქროს მედლები დაიმსახურეს. ქართველი მოციგურავეების კარიერაში ეს პირველი ოქროს მედლებია გრან -პრის სერიის ეტაპზე, რაც ნათელი მაგალითია იმისი, რომ კაზაკოვა-რევიას წყვილი წლიდან წლამდე ვითარდება, სრულყოფს თავის ტექნიკურსა თუ საშემსრულებლო პარამეტრებს და მწვრთნელებთან ერთად, ხშირად თავგანწირვამდე მისული შრომითა და ეროვნული ფედერაციის მუდმივი მზრუნველობითა და მხარაჭერით რეიტინგულ შედეგებს აღწევს ყველაზე მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებზე.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის სპორტული ცეკვების ისტორიაში კაზაკოვა რევიას წყვილი , წელს უკვე მეორედ გახდა გრან -პრის ფინალისტი და სხვადასხვა ეტაპზე მონაწილე ფინალის საგზურის მაძიებელ 70 წყვილს შორის , სარეიტინგო 28 ქულით ისეთი სამი ქვეყნის 6 ფინალისტ წყვილს შორის ასპარეზობის უფლება მოიპოვა , როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი.