ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გელა ზაალიშვილი ევროპის ჩემპიონები არიან – ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 3 ოქროსა (-90, -100, +100 კგ) და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მიხეილ ბექაური (-90 კგ) გახდა.