LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველი ექიმი კოვიდპაციენტებს მის მიერ შექმნილი საკვები დანამატით მკურნალობს

დაპოსტა 2022/01/24-ში
108
ნახვა
გაზიარება

ქართველი ექიმი კოვიდპაციენტებს მის მიერ შექმნილი საკვები დანამატით „სულაჟერით“ მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც მოქალაქეები წერენ, საკვებმა დანამატმა კოვიდპაციენტების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და სიკვდილისგან იხსნა.

სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაზა ლურსმანაშვილი სხვადასხვა ასაკის პაციენტებში „სულაჟერის“ გამოყენების ეფექტს დინამიკაში აღწერს და წერს, რომ აღნიშნული დანამატი სამედიცინო შედევრია.

მისივე ინფორმაციით, „სულაჟერის“ კვლევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარეობს და ის ამჟამად აფთიაქებში არ იყიდება.

„მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი! კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი „სულაჟერი“ (კაფსულები და პერორალური ამპულები).

შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.85). საიტი: soulageur.com

ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა.

კვლევები მიმდინარეობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, „მიხაილოვში“ და საჩხერის საავადმყოფოში. დღეის მდგომარეობით, ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში, „სულაჟერით“ მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.

პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:

1️⃣ სატურაცია >90% ატმოსფერულ ჰაერზე

2️⃣ ასაკი 18 წლიდან ზემოთ

3️⃣ კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე

4️⃣ გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც „სულაჟერის“ მკურნალობაში ჩაერთვნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკი 87 წ.
არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მითუმეტეს სიკვდილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა.

1️⃣ მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33

მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს, მკურნალობაში ჩაერთო „სულაჟერი“ ჯერ კაფსულების სახით ( 3 კაფსულა დღეში სამჯერ), ხოლო 5 დღის შემდეგ „სულაჟერის“ პერორალური ამპულები, 3 ამპულა ყოველ 8 საათში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ „სულაჟერის“ ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულაჟერის“ მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. მოგვიანებით, 12 დღის განმავლობაში, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა დატოვა კლინიკა.

2️⃣ მამაკაცი, 73 წლის. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, კახექსიური, ძილიანი, პერიოდულად აგზნების და ჰალუცინაციების ეპიზოდებით, სიმპტომების სავარაუდო დაწყებიდან მე-8 დღეს, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. სატურაცია 87% ატმოსფერულ ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებო იყო: ინტერლეიკინი – 836. მკურნალობის სქემაში „სულაჟერი“ ჩაერთო შემოსვლიდან მე-6 დღეს და შედეგად, 4 დღეში ინტერლეიკინის მაჩვენებელი გახდა 33. პაციენტი შემოსვლიდან 13 დღეში გაეწერა კლინიკიდან

3️⃣ ქალბატონი, 34 წლის. მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. მოგვიანებით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ის დააინტუბირეს და გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე

დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, მკვეთრად მოიმატა ანთების მარკერებმა, ჰემოდინამიკა გახდა არასტაბილური, გამოავლინა კანქვეშა ემფიზემა, მიკროცირკულაციის მოშლა.

ფხვ-ს აგრესიულ პარამეტრებზე, სატურაცია 50-70%-ის ფარგლებში. ვაზოინოტროპული მედიკამენტების მაქსიმალური დოზების ფონზე, არტერიული წნევა 70 მმ-ის ფარგლებში. შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაწყებულ იქნა „სულაჟერი“-ს პერორალური ამპულებით მკურნალობა. 3 ამპულა 8 საათში ერთხელ.

მე-5 დღიდან დაიწყო ვაზოინოტროპული მედიკამენტების დოზის შემცირება, სატურაციის მაჩვენებლის მატება, ანთების მარკერების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. „სულაჟერით“ მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში პაციენტს შეუწყდა ფხვ, გამოსწორდა სატურაცია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური.

თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად. კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ „სულაჟერმა“, კარგად არ ვიცი“, – აღნიშნავს ზაზა ლურსმანიშვილი.

წყარო: pia.ge

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
1k
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
41
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
57
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
56
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
113
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
384
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
653
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
80
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
100
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».