ქარელში, სოფელ დირბში კვირას, აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს.
მას მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო:ინფო რუსთავი