მკვლელობა შიდა ქართლში – ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ სამწევრისში, გუშინ მოხდა.
დაკავებული ამავე სოფლის მცხოვრები 50 წელს გადაცილებული კაცია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.










