LIVE TV
ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქაოსი, რომელშიც რუსეთი გაეხვია ომის პირობებში დალაგებადი არ არის-გიორგი კობერიძის ანალიზი

დაპოსტა 2022/04/15-ში
63
ნახვა
გაზიარება

14 აპრილის შეჯამება:

– მთავარი საბრძოლო მოქმედებები კვლავ ხარკივისა და დონეცკის რაიონის საზღრებთან, ქალაქ იზუმთან ახლოს მიმდინარეობს. ბოლო 24 საათში რუსებმა კიდევ ორჯერ სცადეს შეტევის წარმოება და უკრაინელების მიერ დაცული პოზიციების გარღვევა. ამჯერად რუსები იმავე ტაქტიკით მოქმედებებენ, რა ტაქტიკითაც კიევის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევას, სახელდობრ კი იყენებენ ტანკებს და მიიწევენ მცირე ჯგუფებად. გარდა იმისა, რომ ნაწვიმარსა და ატალახებულ რელიეფში რუსებს ტანკები ეფლობათ, ამასთან უკრაინული ანტისატანკო სისტემები ეფექტურად ართმევენ თავს რუსულ იერიშებს. რუსებმა ერთსა და იმავე პოზიციას უკვე 10-ჯერ შეუტიეს, თუმცა 10-ჯერვე უკან მოუხდათ დახევა.

– იზუმთან რუსების პოზიციები არტილერიითაც დაიბომბა. რუსები რამდენიმე მიმართულებით გადასასვლელ ხელოვნურ ხიდებსაც ქმნიდნენ და ლოჯისტიკურ არტერიებს ამაგრებდნენ, თუმცა უკრაინული არტილერიის მასობრივმა გამოყენებამ რუსული საცეცხლე პოზიციებისა და ლოჯისტიკური არტერიების განადგურება გამოიწყვია.

– დონბასსა და ლუგანსკში ისევე როგორც უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსული გადაჯგუფება გრძელდება. ტექნიკის დანაკარგების შევსება მიმდინარეობს, თუმცა რუსების დიდი პრობლემა არამხოლოდ ახალი ტექნიკის არქონაა, არამედ გამოცდილების ნაკლებობაცაა. რუსებმა გამოცდილ სამხედროთა დიდი უმრავლესობა პირველივე დღეებში დაკარგეს, ხოლო მეორე პრობლემა ჯარში მათთის ომის მოულოდნელი სცენარით წარმართვის შმედეგ გავრცელებული PTSD-ია, რაც პოსტ-ტრამვულ სტრესულ აშლილობას ნიშნავს. რუსებს იმდენად დიდი შოკი ჰქონდათ უკრაინული მასშტაბური წინააღმდეგობის, ჩასაფრებებისა და ანტისატანკო იარაღის გამოყენების ფონზე, რომ უკრაინელთა ცნობით ბევრი მათგანი უარს აცხადებს უკან საომარ მოქმედებაში დაბრუნებაზე. ახალ რუსულ ძალებს საბრძოლო გამოცდილების დეფიციტი აქვთ, შესაბამისად საეჭვოა ადვილი გარდატეხა მოახდინონ, თუნდაც დონბასში. მიუხედავად ყველაფრისა, უკრიანელები აქტიურად ემზადებიან თავდაცვისათვის.

– უკრაინელებმა ბოლო დღეებში განაახლეს რუსული პოზიციების ინტესნსიური დაბომბვა მელიტოპოლის მიმართულებით. ქალაქი სამხრეთში ერთგვარი კვანძია. მელიტოპოლიდან გზა როგორც მარიუპოლში, ისე ხერსონსა და ზაპოროჟიეში მიდის. უკრაინელთა ცნობით დიდი რაოდენობით რუსული და ჩრდილოკავკასიური დანაყოფები იქნა განადგურებული საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.

– მარიუპოლის მცველების დღევანდელი მიმართვის შემდეგ ირკვევა, რომ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ. ამჯერადაც მათ ხაზი გაუსვეს რომ ისინი მარიუპოლის დებლოკირებისათვის ელოდებიან უკრაინელთა შეტევას და არ აპირებენ დანებებას. როგორც ჩანს უკრაინა არცერთ შემთვევაში არ გეგმავს მარიუპოლის დათმობას, თუნდაც დროებით. შესაბამისად, აუცილებლად იქნება მასშტაბური იერიში. თუმცა ამ შესაძლო იერიშს მხოლოდ რუსული განახლებული სრულმასშტაბიანი და მრავალმიმართულებიანი შეტევის მოეგერიების შემდეგ უნდა ველოდოთ.

– რუსები არ წყვეტენ ქალაქი ხარკივის დაბომბვას. არადა უკრაინელები ხარკივის ირგვლივ არათუ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ, არამედ ზოგიერთ არეალში რუსეთ-უკრაინის საზღვარზეც გავიდნენ. ფაქტია, რომ აგრესორები რუსეთის ტერიტორიიდანაც ბომბავენ ქალაქს. უკრაინელთა მხრიდან ხარკვის შემოგარენის გათავისუფლება გრძელდება. ამ პროცესში რუსები იმასაც წუწუნებენ, რომ პერიოდულად უკრაინელები რუსეთის ფედერაციის შიგნითაც აწარმოებენ თავდასხმებს საზღვრებთან ახლოსო. რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ხარკივზე ლაშქრობა ამ ეტაპზე გამორიცხულია, მაგრამ ისინი ცდილობენ საარტილერიო ცეცხლით უკრაინელები აიძულონ კვლავ ამ მიმართულებაზე დარჩნენ მობილიზებულები და რომ ვერ შეძლოს განოყენება თავიანთი გამოცდილების სხვა მიმართულებით.

– პენტანგონში აცხადებენ, რომ ომში რუსეთის ახალი სარდალი გენერალი ალექსანდ დვორნიკოვი ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან ქაოსი, რომელშიც რუსეთი გაეხვია ომის პირობებში დალაგებადი არ არის.

გიორგი კობერიძე

გაზიარება25

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში გზაზე გადასვლის დროს ქალი ცუდად გახდა

თებერვალი 12, 2026
775
მთავარი

ქუთაისში გზაზე გადასვლის დროს ქალი ცუდად გახდა. შემთხვება ცოტა ხნის წინ ნიკეა-ასათიანის ქუჩების კვეთაზე მოხდა. როგორც თვითნხილველები ამბობენ შუა ხნის ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. ადგილზე იმყოფება...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

თებერვალი 12, 2026
98
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, თუმცა ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 0.18%-ით არის შემცირებული. უფრო კონკრეტულად, GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი...

დაწვრილებითDetails

ვის არ შეეცვლება სესხზე საპროცენტო განაკვეთი

თებერვალი 12, 2026
43
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2026 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნა. „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. კერძოდ, 2026...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

თებერვალი 12, 2026
41
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6819 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011...

დაწვრილებითDetails

მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია – შეფერხება მეტრო „დელისზე“

თებერვალი 12, 2026
529
მთავარი

არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ დელისზე მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია. როგორც სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, მატარებელი ტექნიკური მიზეზის გამო, მგზავრებისგან დაიცალა და ხაზიდან მოიხსნა. წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 12, 2026
46
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სხვადასხვა პროფილის 7  არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ: ·ფიზიკური პირი ფ. ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო...

დაწვრილებითDetails

“მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა”- ეკა კუპატაძე

თებერვალი 12, 2026
166
მთავარი

მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის დაც­ვა­ზე უარი თქვეს ად­ვო­კა­ტებ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ და ირმა ჭკა­დუ­ამ. ამის შე­სა­ხებ ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “თქვე­ნი შიში და სი­ჩუ­მე, მო­ძა­ლა­დეს აძ­ლი­ე­რებს!!! მო­ძა­ლა­დე...

დაწვრილებითDetails

განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას

თებერვალი 12, 2026
560
მთავარი

სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს...

დაწვრილებითDetails

“ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან”- ყაველაშვილი

თებერვალი 12, 2026
23
მთავარი

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა , რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

თებერვალი 12, 2026
184
მთავარი

დღეს წმინდათა შორის მამათა ჩვენთა და დიდთა მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ხსენების დღეა. ტროპარი ვითარცა მოციქულთა თანამოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».