LIVE TV
სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ქალმა თვალი რომ გაახილა ის სრულიად შიშველი, ხელებშეკრული აღმოჩნდა“ – ახალი სკანდალური დეტალები Paff Daddy-ის საქმიდან

დაპოსტა 2024/09/30-ში
679
ნახვა
გაზიარება

ჰოლივუდის ვარსკვლავები უპრეცედენტო სკანდალში ეხვევიან – საზოგადოება შოკში ჩააგდო მეგა ვარსკვლავების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რაც მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა. სექსუალური ტრეფიკინგი, რეკეტი, შანტაჟი, ძალადობა – ბრალდებები ძალიან მძიმეა, სოციალურ ქსელში კი უამრავი ინტერპრეტირებული ვერსია ვრცელდება.

საქმის ფიგურანტთა სია იმდენად დიდია, რომ მასში პოლიტიკოსებიც ფიგურირებენ, ამიტომ, არ არის გამორიცხული, ეს ამერიკაში წინასაარჩევნო სკანდალად იქცეს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა. რა ხდება რეალურად და რას იძიებს შეერთებული შტატების საგამოძიებო უწყება – სკანდალის მთავარი გმირი ამერიკელი რეპერი ფაფ დედია.

ის მხოლოდ მუსიკოსი არ არის, Paff Daddy – იგივე “დიდი” – გავლენიანი პროდიუსერიცაა, რომელიც შოუბიზნესში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის თანამშრომლობდა უამრავ ვარსკვლავთან, მათ შორის მერაია ქერისთან, აშერთან, ჯასტინ ბიბერთან, მერი ჯეი ბლაიჯისთან და სხვა არტისტებთან.

უფლებადამცველი იმ ბრალდებებს კითხულობს მედიასთან, რომელიც ტალია გრეივს ცნობილი რეპერის პაფ დედის წინააღმდეგ აქვს შეტანილი. დანაშაულების ჩამოთვლის დროს, მსხვერპლი ტირილს იწყებს, 20 წლის წინ ჩადენილი ძალადობის კვალი გრეივის მენტალური ჯანმრთელობისთვის უკურნებელ სენად იქცა.

გამოცემა “გარდიანსი” აქვეყნებს სარჩელის დეტალებს, სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი, მოტყუებით, როგორ მიიყვანა ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა რეპერმა და პროდიუსერმა ტალია საკუთარ სტუდიაში, გაუფრთხილებლად ჩაუყარეს მას ალკოჰოლურ სასმელში ნარკოტიკული საშუალებები და როდესაც ქალმა თვალი გაახილა ის სრულიად შიშველი, ხელებშეკრული აღმოჩნდა P Diddy-სა და მისი დაცვის თანამშრომლის შერმანის წინაშე. ცემის და სექსუალური ძალადობის შესახებ მაშინ ქალს ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შვილზე მეურვეობის ჩამორთმევით დაემუქრნენ.

“ეს არის ტკივილი, რომელიც სულის სიღრმემდე გტკივა და არასოდეს გტოვებს, ამ ტკივილში ყველაზე რთული არის სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, ეს ყველაფერი თავს გაუფასურებულად მაგრძნობინებს, გარიყულად, იმდენად იზოლირებული ვარ, რომ შიშები მაქვს სახლიდან გავიდე, ამ ტრავმამ გამიჩინა მენტალური პრობლემები, დეპრესია და შფოთვები, ნდობა დავკარგე ყველას მიმართ,” – განაცხადა ტალიამ.

გრეივს გამბედაობა რომ სარჩელი შეეტანა აღმოაჩნდა მაშინ, როდესაც პაფ დედი დაიჭირეს. გამოძიება მისი ძალადობრივი ცხოვრების დეტალებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გასული წლის ნოემბერში დიდის შეყვარებულმა კესი ვენტურმა სარჩელი შეიტანა, თუმცა განხილვის დაწყებამდე მან პროკურატურას უთხრა, რომ პარტნიორთან მოგვარდა და სარჩელი უკან გაითხოვა.

კესის წინააღმდეგ გასულ წელს დიდი და მისი გარემოცვა ავრცელებდნენ ხმებს, რომ ქალს თითქოს თანხის გამოძალვა სურდა და ამიტომ დასდო ბრალი, თუმცა ყველაფერი ნათელი CNN-ის ექსკლუზივის შემდეგ გახდა – ვიდეო სასტუმროს კამერებიდან ამოიღეს, დერეფანში რეპერი კესის ფიზიკურად უსწორდება. მასალა 2016 წლით არის დათარიღებული, რაც ამყარებს ქალის მონათხრობს, რომ დიდი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებულ ვიდეოზე მძიმეა კესის მხრიდან სხვა ბრალდებები, რაც გულისხმობს ძალდატანებით ნარკოტიკების მიღებასა და სექსმუშაკებთან ურთიერთობის დამყარებას, რასაც დიდი ასევე ვიდეო კამერებით იღებდა.

რეპერის დაჭერის შემდეგ თითქოს შიშის ფაქტორი გაქრა, რადგან კიდევ არაერთმა დაზარალებულმა ამოიღო ხმა. მათ შორისაა პროდიუსერი ლილ როდიც. გავლენიანი მუსიკალური გამოცემა “როლინგ სთოუნსი” აქვეყნებს ლილ როდისთან ინტერვიუს და 73-გვერდიანი სარჩელის დეტალებს, სადაც დიდის მხრიდან ლილ როდიზე ძალადობის ფაქტებია აღწერილი.

ლილ როდი ასევე ამხელს: ერთ ეპიზოდში დიდმა დაიტრაბახა, რომ მას ცნობილ მომღერლებთან ჰქონია სექსუალური კავშირი, მათ შორის აშერთან, რის შემდეგაც არქივიდან არაერთი ვიდეო გაიხსენეს სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეო, სადაც აშერი პაფ დედის 48 საათით გადასცემს ცნობილ მომღერალს ჯასთინ ბიბერს. გადასცემს – გულისხმობს, რომ დიდი 15 წლის ჯასთინთან გაატარებს ორ დღეს. რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში, ეს გამოძიების საკითხია და ამაზე მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ, თუმცა ფაქტია, რომ ჯასთინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერალი ბევრს საუბრობს დეპრესიაზე, შფოთვებსა და შიშებზე, რომელიც თავს არ ანებებს. 4 წლის წინ არის ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ჯასთინს ბილი ეილიშთან ურთიერთობის შესახებ ეკითხებიან. პასუხის დროს ჯასტინს უჭირს ემოციების შეკავება.

ეს ყველაფერი არის მხოლოდ ვარაუდები და კონსპირაციული თეორიები, რადგან ჯასტინ ბიბერს თავად არ უსაუბრია. დღეს სოციალურ ქსელებში არაერთი მომღერლის სიმღერების ტექსტების გაშიფვრას ცდილობენ და ეძებენ მინიშნებებს, ხოლო ის, რაც გამოძიებამ დანამდვილებით იცის, არის წვეულებების ამბავი. პაფ დედი იგივე შონ კომბსი ინდუსტრიაში საუკეთესო წვეულებების მომწყობად მიიჩნეოდა, არაერთხელ შეუდარებიათ მისი საღამოები “გეთსბის წვეულებებისთვის”, სადაც თითქმის ყველა ცნობილ სახეს აღმოვაჩენთ – მსახიობებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს.

ლეონარდო, ჯეიზი, ბიონსე, ჯეილო – სია ძალიან დიდია მათი, ვინც დიდის წვეულებებს ესწრებოდა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა, პირველი ოფიციალური იყო, რომელსაც ზოგჯერ მედიაც აშუქებდა და საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა, თუმცა მისი ე.წ. აფთერ ფართი მოიხსენიება როგორც “ფრიკოფ ფართები”, სადაც, ამოღებული ნივთმტკიცებულებიდან გამომდინარე ნათელია, რომ სექსუალურ და ძალადობრივ აქტებს ჰქონდა ადგილი. ორგიებში ზოგი ნება-სურვილით მონაწილეობდა, უმეტეს შემთხვევაში კი. როგორც ამ დრომდე შეტანილ არაერთ სარჩელშია ნათქვამი – მოტყუებით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გავლენით უწევდათ წვეულების მონაწილეებს დარჩენა. ტერაბაიტობით ვიდეო მასალაა ამოღებული დიდის სახლიდან.

სექს-ტრეფიკინგი, რეკეტების მოწყობა, ქალების იძულებით, პროსტიტუციაში ჩათრევა, ასევე საერთაშორისო საზღვარზე ადამიანების გადმოყვანა და პროსტიტუციაში ჩათრევა – ეს არის ის ბრალდებები, რის გამოც დიდი დააკავეს. მან, გირაოს სახით, პროკურატურას 50 მილიონი და როგორც საკუთარი, ისე ოჯახის წევრების საბუთების ჩაბარება შესთავაზა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. დიდი უარს ამბობს საპყრობილეში საკვების მიღებაზე, რადგან, როგორც ამბობს, ეშინია, არ მოწამლონ.

მტკიცებით ფორმაში დღეს ვერავინ იტყვის, ცნობილი სახეებიდან ვინ რჩებოდა და ვინ რა სახით მონაწილეობდა ამ ყველაფერში, რადგან გამოძიებას მათი სახელები არ გამოუაშკარავებია. დიდის წვეულებები, რომელიც 1998 წლიდან იმართებოდა, იყო ძალიან პრესტიჟული და ბევრი მასზე დასწრებაზე ოცნებობდა. შესაბამისად, შესაძლოა, ფავორიტი ვარსკვლავები აღმოვაჩინოთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, მაგრამ ბავშვობისდროინდელი თუ ამჟამინდელი წარმოდგენები საყვარელ მუსიკოსებზე თუ მსახიობებზე, გამოძიების დასრულებამდე თავზე ნუ ჩამოგვენგრევა, რადგან შესაძლოა, ისინი წვეულების ოფიციალურ ნაწილს ესწრებოდნენ და არაფერი იცოდნენ “ფრიკ ოფზე”.

გაზიარება272

დაკავშირებული -პოსტები

გაოგნებული ვარ -სა­ბე­რი­ო­ში დაღუპული ბავშვების მამა მეუღლის გადაწყვეტილებას ეხმაურება

ოქტომბერი 14, 2025
11
მთავარი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ხან­ძრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ხუთი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მშობ­ლე­ბი, ქრის­ტი და ვი­ტა­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბი, და­შორ­დნენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქრის­ტიმ სა­ჯა­როდ, სან­დრა ზო­ი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის მეშ­ვე­ო­ბით გა­ახ­მა­უ­რა. ვი­დე­ო­ში ქრის­ტი მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის...

დაწვრილებითDetails

„რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 35 წუთი დასჭირდება “ საქართველოს მთავრობა

ოქტომბერი 14, 2025
12
default
მთავარი

„რიკოთის ახალი მაგისტრალის გავლას 1 საათისა და 20 წუთის ნაცვლად, 35 წუთი დასჭირდება,“ - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „უპრეცედენტო, საუკუნის პროექტი დასასრულს უახლოვდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის...

დაწვრილებითDetails

ქორწილის დღეს წვიმა ნიშანია ზეციდან – ეზოტერიკოსების მოსაზრება

ოქტომბერი 14, 2025
7
მთავარი

ქორწილი არის დღე, როდესაც ყველა დეტალი განსაკუთრებული მნიშვნელობითაა გაჟღენთილი და ზემოდან მომდინარე ნიშანს ჰგავს. და თუ ამ დღეს მოულოდნელად წვიმა დაიწყო, ბევრს უჩნდება კითხვა: რას ნიშნავს ეს ახალდაქორწინებულთა მომავალი ცხოვრებისთვის?...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მშენებლობა ისევ ძვირდება – მიზეზები

ოქტომბერი 14, 2025
5
მთავარი

2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.4 პროცენტით. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის...

დაწვრილებითDetails

ისაკო დევიძე თავისუფალია

ოქტომბერი 14, 2025
36
მთავარი

ისაკო დევიძე თავისუფალია . აქტივისტს 20 დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.  "სალამი, მეგობრებო! გამოვედი კარგად დასვენებული და საბრძოლო შემართებით! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე საქართველოს სიყვარულისათვის! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! #ცეცხლიოლიგარქიას", - წერს ისაკო...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში სიღარიბე განახევრებულია” – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
23
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე განახევრებულია. „პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში....

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 14, 2025
203
მთავარი

სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტური საქმიანობის საბაბით, შიგა განაწესის დარღვევისათვის „ტვ. პირველის“ და „ტვ. ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის...

დაწვრილებითDetails

ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა – იუსტიციის სამინისტრო

ოქტომბერი 14, 2025
15
მთავარი

2025 წლის 14 ოქტომბერს, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი...

დაწვრილებითDetails

მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და რა გავითვალისწინოთ? ჩვენ არაფერი გვაწუხებს, საზოგადოებაა შეწუხებული – ირაკლი კობახიძე

ოქტომბერი 14, 2025
16
მთავარი

როცა ხართ 50, 100, ან თუნდაც 300 კაცი შეკრებილი, კეთილი უნდა ინებო და უნდა დარჩე ტროტუარზე - ისინი ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას და არჩევნების ჩატარებას და რა უნდა გავითვალისწინოთ? ერთი თუ მეორე?...

დაწვრილებითDetails

ყველაზე დიდი ბრუნვის ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული – 2025 წლის მონაცემები

ოქტომბერი 14, 2025
109
ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიიდან, 8 აზარტული საქმიანობით არის დაკავებული. ამის შესახებ საქსტატის მიერ “ბიზნესპრენსიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოგება წლიდან წლამდე იზრდება,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».