სტიქიის ზონიდან ხალხი ისევ დახმარებას ითხოვს. ჯგუფ “დაიტოვეში” მოქალაქე წერს, რომ სოფელ განთიადში ქალი კომაშია და მისი გამოყვანა უგზოობის გამო ვერ ხდება. მისივე ცნობით, ადგილზე არც მედიკოსი ჰყავთ.
ზესტაფონში გვჭირდება სასწრაფო ევაკუაცია, პატარა განთიადი- სამება, ქალი არის კომაში გზა არ არის რომ გამოიყვანონ, ექიმი არ ყავთ და შეშუპებაა დაწყებული.
სოფელ ძირულიდანაა გადასახვევი, საკონტაქტო 593398441
დახმარება გვჭირდება!!!!!, – წერს ზურა ნიჟარაძე.










