ასოციაცია „თანხმობა“-მ სოფელ იანათში თურქი-მესხების თემში კიდევ ერთი პროექტი დაასრულა. პროექტის 3 წლის განმავლობასი მიმიდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც აქ დაიგო გზა, გაიწმინდა არხი, სკოლში სველი წერტილები მოწესრიგდა და რაც მთავარია ახლა ბავშვებს წყლით სარგებლობა შეუძიათ.
ეს იმ ცვლილებათა მცირე ჩამონათვალია, რაც დასახლებამ პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში მისი უშუალო ხელმძღვანელის ლეილა აშორდიას მეშვეობით განიცადა. მთავარი მიღწევა კი ადგილობრივი თემის და განსაკუთრებით ქალბატონების გააქტიურებაა, რათა სამომავლოდ მათ თავად შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა. ბოლო დახმარება კი, რაც პროექტის ფარგლებში დასახლებამ მიიღოს ეს სარიტუალო, 200 კაცზე გათვლილი სუფრის ინვენტარია.
ასოციაცია „თანხმობა“ თუქი-მესხების დასახლებაში ნოებრიდან უკვე ახალი პროექტის განახორცილებას დაიწყებს, რაც თემისთვის მნიშვნელოვანია. მიუხედავად უკვე ჩატარებული სამუშაოებისა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება: მაგალითად სკოლაში ზამთრის პერიოდში ბავშვებს ისევ გაყინულ ოთახებში უწევთ ყოფნა, რაც შესაბამისად გათბობის სისტემის მოწესრიგებას საჭიროებას აყენებს.
თურქი -მესხების დასახლება იანეთში 1999 წელს გაჩნდა . აქ ამჯერად 38 ოჯახია სახლობს მათ ძირითდ საქმიანობას სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა წარმოადგენს. ისინი იმ ადამიანთა შთამოვალებს წარმოადგენენ, რომლებიც 1944 წელს საბჭოთა მთვარობამ მესხეთის ტრიტორიიდან ცენტრალურ აზიაში გადაასახლა.