ხონის სამხატვრო სკოლის პედაგოგის და მხატვარის ლალი ჯინჭველაძის კოვიდ 19-ით გარდაცვალება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ადგილობრივებიბ აღნიშნავენ, რომ ქალბატონი ლალის გარდაცვალება ყველასათვის დიდი დანაკლისია.
მშობლიურ სკოლაში ლალი ჯინჭველაძის სახელობის სახელოსნო გაიხსნა და მისი მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
,,პანდემიამ დიდი კვალი დაამჩნია ჩვენს ქალაქს. მოგვიწია ბევრ გამორჩეულ ადამიანთან დამშვიდობება.
სწორედ ასეთი გამორჩეული და განსაკუთრებული იყო ქალბატონი ლალი ჯინჭველაძეც.
მივესალმები სამხატვრო სკოლის ინიციატივას ლალი ჯინჭველაძის სახლობის სახელოსნოს გახსნასთან დაკავშირებით.
ამ სახელოსნოში რამდენიმე ათეული წელი არაერთი აღსაზრდელი საზრდოობდა მისი ცოდნის გაზიარებით და ნამდვილად იმსახურებს ქალბატონი ლალი მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ეს სახელოსნო იყოს მისი სახელობის.”-წერია ხონის მერის ლადო ჯურხაძის იფიციალურ გვერდზე.