ეს ინფორმაცია თავად ფონდის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ გაავრცელა. იგი სოციალურ ქსელში წერს:
,, დღეს დილით, ჩემი ტელე-რუბრიკის დასრულების შემდეგ, სიუჟეტში მოხუც ქალს მოვკარი თვალი, მეეზოვის ფორმით ხიდზე იდგა და ბარათაშვილის ლექსს ამბობდა. ჩემს საყვარელ ლექსს. ეს ქალი 94 წლის თინა გრიგალაშვილი გამოდგა – ახლა მეეზოვე და წლების წინ აქტიური პედაგოგი. დავურეკე. მთელი ნახევარი საათი ქართულ რომანტიზმზე ვისაუბრეთ და ბოლოს ვახარე: ქალბატონი თინა გურული დღიურების ფონდის უხუცესი სტიპენდიატი გახდა. ბიბლიოთეკას კი მოძრაობა ეკვილიბრიუმი მოუწყობს.
მადლობა ჩვენს მეგობარს გერმანიაში ამ და სხვა კარგ საქმეებში მხარდაჭერისთვის.