„ქალაქში შენობა, სადაც ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები იზრდებოდა ბოსელად გადააქციეს“-გოგი წულაიმ მიტოვებულ შენობებთან დაკავშირებით ქუთაისში კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა. ამჯერად ბრიფინგის თემა ავტოქარხანაში, ავტომშენებლის ქუჩაზე მიტოვებული ყოფილი სპორტ დარბაზის შენობა გახდა. შენობა, როგორც წულაია განმარტავს ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩინელ ინვესტორებზე გასხვისდა, თუმცა ჯერ ინვესტიციის მაგივრად აქ ძროხები და ცხვრები ჩანს , შენობა კი ინგრევა. წულაია ქუთაისის მერიას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. „ქუთაისში მილიონობით ლარის ქონებაა ასე და ეს მაშინ, როცა ხალხში შიმშილის პირასაა მისული“-განაცხადა მან