ეს ყველაფერი ისტორიულ ზონაში, მწვანეყვავილაზე ხდება, ადამიანებმა სამშანებლო მასალების სტიქიური ნაგავსაყრელები მოაწყვეს. სავალალოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ ხვდება თუ რა ზიანის მომტანია მსგავსი ქმედება, ისინი თვლიან, რომ სამშენებლო მასალების ჩაყრით გზა გააფართოვეს
პრობლემაზე ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” უკვე დიდი ხანია საუბრობს, დღეს ადგილზე სპეციალური ნიშნულიც განათავსეს.
არც სოფელ მოწამეთაში დაგვხვდა უკეთესი მდგომარეობა, აქაც ადგილზე არაოფიციალური ნაგავსაყრელია მოწყობილი. მიუხედავად მსგავსი გარემოს დაბინძურებისა, აღნიშნულ ფაქტებზე ქუთაისისა და ტყიბულის თვითმმართველობა რეაგირებას არ ახდენს, ასევე დუმან გარემოს დამცველებიც.