„ბიბისი“ წყალტუბოს ვრცელ სტატიას უძღვნის და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წყალტუბო, საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო.
„ულამაზესი ხედები, სუბტროპიკული კლიმატი და თბილი რადონ-კარბონატული წყლები, რომლებიც ქმნიან მრავალ აბანოს საკურორტო მკურნალობისთვის. პაციენტები მიიჩნევდნენ, რომ როდესაც დაშლილი რადონი სხეულში შევიდოდა, ყველა სახის დაავადებას, მათ შორის უნაყოფობასა და დამბლასაც განკურნავდა“, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ქალაქის ყველაზე ცნობილი აბანო იოსებ სტალინისთვის 4000-მა მუშამ ააშენა.
„ბიბისი“ წყლატუბოს ახალ სიცოცხლეზეც წერს და აცხადებს, რომ დამანგრეველი 90-იანი წლების ომიდან 25 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, ქალაქი თავის ტურისტულ პოტენციალს იბრუნებს.