მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ახალგაზრდა მამაკაცი მწერის ნაკბენის შემდეგ დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ორხან ჰასანოვი ფუტკარმა უკბინა, რის შემდეგაც მას სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია განუვითარდა.
მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა MarneuliNews.ge ავრცელებს.