“ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ გასულ წელს ვერტმფრენი 186 075 ევროდ შეიძინა.
2022 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეს ინჯიას ერთადერთი მსხვილი შენაძენი არ არის. დეპუტატმა 68 710 ლარად ავტომობილი LEXUS GX470 იყიდა.
ფრიდონ ინჯიას დეკლარაცია 40 გვერდს მოიცავს, საიდანაც დეპუტატის და მისი მეუღლის, ლალი რუხაიას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას 9 გვერდი ეთმობა. ოჯახის საკუთრებაშია არაერთი ძვირადღირებული ავტომობილი.
ინჯია ფლობს ფასიან ქაღალდებს და აქციებს.
წყარო: ფორმულა