ქუთაისში “თეთრ ხიდზე” მინა კვლავ დაზიანდა. ადგილზე არ დგას გამაფრთხილებელი ნიშანი.
“ევროპა ჩვენია სახლიას” წარმომადგენლები ხიდზე გამვლელ ქვეითებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
“მორიგად გაიბზარა თეთრ ხიდზე მინა. მართლმსაჯულებას გადაგვცეს ნამუსდაკერხერებულებმა გამაფრთხილებელი სტიკერების გამო წინა ჯერზე. ახლა საყოველთაო შვებულებაა და საცივიდან თავის ამოყოფაზე არ მგონია შეიწუხონ თავი. ამიტომ, ფრთხილად ხიდ-ხაფანგზე გავლისას!,”- წერს თორნიკე ბარათაშვილი.