LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ფოტოკონკურსი”ილო 2019″ დაიწყო

დაპოსტა 2019/10/09-ში
171
ნახვა
გაზიარება

ფოტოკონკურსი”ილო 2019″ დაიწყო. ნამუშევრების წარდგენა 7 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდეა შესაძლებელი.

“კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ და სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.

• ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.

• საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა

• კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულები – I, II და III ადგილების მფლობელები. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ და გამარჯვებული რუბრიკაში „ჩემი ქალაქი“.

ფოტოკონკურსის თემა: ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი. რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ ფოტოგრაფიის მეშვეობით უნდა აისახოს თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან – მისი ხასიათი, კოლორიტი, ადამიანები თუ არქიტექტურა. ფოტოკონკურსის ჩატარების პირობები

• კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან (ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება). განაცხადში ასევე მითითებული უნდა იყო თუ ფოტოკონკურსის, რომელ განყოფილებისთვის არის განკუთვნილი ფოტოები ძრითადი ფოტოკოკურსში თყუ რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“. უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: culturekutaisi@gmail.com

• კონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფოტოები სხვადასხვა ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული ფოტოგრაფია, ფოტორეპორტაჟი ). კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ კონკურსის რომელ სექციაში სურთ მონაწილეობის მიღება (ძირითადი კონკურსი თუ „პუბლიკის სიმპატია“)

• ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ფოტოს.

• კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის

• გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა – 20×30 სმ, 300 dpi

• ჟიურის აქვს უფლება ფაილები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილეობისთვის. ფოტოკონკურსის ჟიური და შეფასების კრიტერიუმები:

• გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით.

• ასევე გათვალისწინებული იქნება: – თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა; -ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა; -კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი

ფოტოკონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი კ

ონკურსი გამოცხადდება: 2019 წლის 7ოქტომბრიდან საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2019 წლის 12 ნოემბრამდე შედეგები გამოცხადდება: 2019 წლის 15 ნოემბერს.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია პირველი პრემია – 700 ლარი მეორე პრემია – 600 ლარი მესამე პრემია – 500 ლარი რუბრიკა „ჩემი ქუთაისი“ – 300 ლარი რუბრიკა „ჩემი ქალაქი“ – ფასიანი საჩუქარი, რომელიც გადაეცემა 2020 წლის 2 მაისს ქალაქობის დღესასწაულზე, ამასთან სასტუმროს და კვების ხარჯს აანაზღაურებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. ტელეფონები: 598 21 12 91, 599 70 10 82 ელექტრონული ფოსტით მისამართზე: culturekutaisi@gmail.com” – ნათქვამი ქუთაისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ილოფოტოკუნკურსი
გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
7
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
343
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
107
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
39
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
18
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
18
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
12
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
245
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

იანვარი 27, 2026
7
მთავარი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს – მარი რამბახი

იანვარი 27, 2026
13
მთავარი

გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველმა, მარი რამბახმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».