ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 20:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 – 44%;
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 40%;
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 – 7%;
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 – 5%;
თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – 1%;
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 – 1%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 – 1%;
რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 – 1%.
პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში თბილისის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო N41 – 41%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 – 31%;
საქართველოსთვის – N25 – 7%;
გირჩი – მეტი თავისუფლება – N45 – 5%;
ლელო N9 – 3%;
ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები N7 – 2%;
მოძრაობა ხალხისთვის N48 – 2%;
გირჩი N36 – 2%;
დროა N32 – 2%;
ევროპული საქართველო N2 – 2%
ლეიბორისტული პარტია N10 – 1%;
მესამე ძალა N1 – 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.










