ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. ქალი მეზობლებს დღეს დილით გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევა ნაბადას დასახლებაში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნებოდა და ოთახში სისხლის კვალიც იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. გოგონა ამ დროისათვის ხონის ფსიქიატრიულშია გადაყვანილი,, ხოლო ცხედარი ექსპერტიზაზე.