ფოთში, მალთაყვაში,ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი წელამდე წყალში იყო, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ინფორმაციას ,,მეცხრე ტალღა ” ავრცელებს.









