LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფლანგვის ტოპ 19 შემთხვევა, რომელშიც ქუთაისიც მოხვდა

ფლანგვის ტოპ 19 შემთხვევა, რომელშიც ქუთაისიც მოხვდა

დაპოსტა 2020/01/08-ში
A A
291
ნახვა
გაზიარება

2019 წლის ფლანგვის ტოპ 19 შემთხვევას “ფალგვის დეტექტორი” აქვეყნებს, მათ შორის მოხვდა ქუთაისში უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარის მოითხოვა.

“ფლანგვის დეტექტორის” მიერ შედგენილი სავარაუდოდ, კორუფციული ფლანგვის ფაქტების სია კი ასე გამოიყურება:

19. ? აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2-მილიონიანი ტენდერი 2 წლის წინ გაკეთებული გზის ხელახლა რეკონსტრუქციაზე გამოაცხადა.

No photo description available.

? პირველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 3-წლიანი გარანტია, თუმცა უწყებამ 2 წელში ახალი, შედარებით ძვირად ღირებული ტენდერი მაინც გამოაცხადა.

? გზის ხელახალი რეაბილიტაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც ივანიშვილის ამოთხრილი ხეები გზის სივიწროვის გამო სოფ.ზენითში გაიჭედა.

? აუდიტის დასკვნით, მეორე რეკონსტრუქციაში გადახდილი 1.9 მილიონი ლარიდან მხოლოდ 1 მილიონის სამუშაო შესრულდა.

? ფუჭი იყო თავდაპირველი რეაბილიტაციის ხარჯიც, 631 ათასი ლარი, რადგან ხელახალი რეაბილიტაცია 2 წელიწადში  ჩატარდა.

? ამ დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთებას უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტი მხოლოდ ივანიშვილის ხეების კომფორტულ ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული.

 

18. უსაქმური პარლამენტარების 80% “ქართული ოცნებიდანაა”.

No photo description available.

მდუმარე პარლამენტარების შენახვა 2018 წლის განმავლობაში 1657000 დაჯდა.

ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად, არ მიუღიათ მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად. ამასთან, მდუმარე დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით. ამ მხრივ გამორჩეულია კობა ნაყოფია. მან 49 პლენარული სხდომიდან 47 გააცდინა. ის წინა წლებშიც ყველაზე გამცდენი პარლამენტის წევრი იყო.

წლის ყველაზე მდუმარე პარლამენტარების სიაში არიან ისეთებიც, რომლებსაც წინა წლებშიც არ უსარგებლიათ საკუთარი მიკროფონით. მაგალითად, ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე.

30 მდუმარე დეპუტატიდან 24 “ქართული ოცნებიდანაა”.

 

17. უსახლკაროთა თავშესაფრის ასაშენებლად ქუთაისის მერიამ ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი მოითხოვა.

No photo description available.

?‍♂️ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თავშესაფრის რეალური ღირებულება 2.3 მილიონს შეადგენს.

? მერიამ კონკურსის პროცესი ისე წარმართა, რომ მასში მონაწილეობა მიეღო მხოლოდ ერთ დაინტერესებულ ორგანიზაციას, შპს „სანოს“.

? შპს “სანომ”, რომელსაც საჭიროზე თითქმის ორჯერ დიდი თანხა გადაუხადეს ბიუჯეტიდან, სამუშაოების დასრულებაც ვერ უზრუნველყო.

 

16. “ნიუ ატლასი” 2015 წლიდან იგებს სახელმწიფო ტენდერებს და სტაბილურად არღვევს ტენდერის პირობებს.

Image may contain: shoes

? თავდაცვის სამინისტრო უხარისხო ნიმუშის წარდგენის შემდეგ ცვლის ტენდერის პირობებს და პროდუქტს იწონებს.

? 2015 წლიდან უნიფორმის შესყიდვის ტენდერების 30% არაკონკურენტულ გარემოში იმართება, რაც პროდუქციის ფასს ზრდის.

❎ “ნიუ ატლასი” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, მაგრამ ამ დროისთვის კომპანია შავ სიაში აღარ ფიქსირდება.

 

15.  საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტს სახელმწიფომ ბოლო 6 წელში 13,2 მილიონი გადაურიცხა;

Image may contain: 1 person, smiling

? უნივერსიტეტის რექტორი რუსეთის ტროლების ფაბრიკაში წარმოებული ყალბი ამბების გავრცელებაშია ჩართული;

?? სპირიდონისთვის მიუღებელია ოკუპანტი რუსეთის კრიტიკა, რადგან მისი აზრით, ეს ასუსტებს მართლმადიდებლობას და მოგვიწოდებს ვილოცოთ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის გაერთიანებისთვის.

 

14. 2013 წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა 468000 ლარის ავანსი მისცა “ნიუ ქონსთრაქშენს”, რომელმაც ვალდებულება ვერ შეასრულა

No photo description available.

? 2014 წელს გამოცხადებულ ახალ ტენდერში “კორპორაცია ხიდმა” გაიმარჯვა, ავანსად 510000 აიღო და ერთ წელში მისი დირექტორი ამ თანხის მითვისებისთვის დააკავეს.

? 2017 წელს კვლავ გამოცხადდა ტენდერი, “ელიტა ბურჯს” 1863000 ლარად 2018 წლის იანვარში უნდა დაესრულებინა სამუშაო, მაგრამ პირველი ეტაპიც კი არ დაუსრულებია და დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.

? შპს “ელიტა ბურჯი” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია და “ქართული ოცნების” მსხვილი დამფინანსებელია.

 

13. ცოლის გარდა, 2014-2017 წლებში, იოსებ მაკრახიძის ძმის კომპანიას ტენდერებიდან 319 267 ლარი აქვს მიღებული.

No photo description available.

? სრული მდუმარების მიუხედავად, “ქართული ოცნების” დეპუტატს ანაზღაურების სახით 55 ათას ლარზე მეტი აქვს მიღებული.

 

12. ფოთში 4.1 მილიონად გარემონტებული სანაპირო ზოლი დაზიანებულია და კვლავ გარემონტებას საჭიროებს.

Image may contain: tree and outdoor

? მუნიციპალიტეტმა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები ხარისხის შეუმოწმებლად ჩაიბარა.

 

11. დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს აღინიშნება, მაგრამ შესყიდვების დიდი ნაწილი მაინც მოკლე ვადაში, ტენდერის ავლით, დაჩქარებული წესით ხდება.⌛️??

Image may contain: 1 person

? ყოველწლიური დღესასწაულისთვის იხარჯება სარეზერვო ფონდიც, რომელიც მხოლოდ გაუთვალისწინებელი, ფორსმაჟორული შემთხვევებისთვისაა. ??

❓თქვენი აზრით, რამდენად პატრიოტულია ასეთი ხარჯვა?

 

10. სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტო” მთავრობამ იმ პერიოდში შექმნა, როდესაც პარლამენტის წინ 20 ივნისის ახალგაზრდული პროტესტი მიმდინარეობდა.

No photo description available.

? ახალი საბიუჯეტო ერთეული “ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის” ფუნქციასაც შეითავსებს.

 

9. იოსებ მაკრახიძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების კომპანიები უკვე წლებია, რაც ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ტენდერებს იგებენ.

Image may contain: 1 person, beard and text

? გორის მერია სატენდერო პირობებს მაკრახიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს არგებს, ხოლო კონკურენტებს დისკვალიფიკაციას აძლევს.

 

8. საერთო სასამართლოებში წელს 9 თვის განმავლობაში 7.9 მილიონი ლარის დანამატი და 98875 ლარის პრემია გაიცა;

No photo description available.

? წელს გაცემული დანამატები 3 მილიონი ლარით აღემატება შარშან, ანალოგიურ პერიოდში გაცემულ დანამატებს;

? ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია.

 

7. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა და მოვალეობები არ გაზრდილა, მაგრამ გაიზარდა ბიუჯეტი.

Image may contain: 1 person, smiling, text, outdoor and nature

? წელს მათ 6 მილიონი ვერ იმყოფინეს და მეტიც, 800 000 ლარის ვალი დარჩათ.

? შედეგად, პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაფინანსება მთავრობამ 2200000 მილიონი ლარით გაუზარდა.

 

6. ზუგდიდი, რომლის ბიუჯეტი სულ 30 მილიონი ლარია, 18 მილიონს იხდის უხარისხო სტადიონში, რომელიც დაგეგმილზე თითქმის ორჯერ ძვირი დაჯდა.

No photo description available.

? სტადიონისთვის ზუგდიდმა თავიდან 10 მილიონი გამოყო, რისი ათვისების შემდეგაც:

❗️ მინდვრის საფარს შემოვლებული აქვს რკინა-ბეტონის ჯებირი, რომელიც საფრთხეს უქმნის ფეხბურთელების ჯანმრთელობას.

❗️ საპროექტო შეცდომა: ტრიბუნებიდან მოედანი არ ჩანს, სკამების ნაწილს კედელი ეფარება;

❗️ მოურწყველობის გამო გამხმარია ისედაც უსწორმასწორო საფარი;

❗️ ოთახებში წვიმა ჩადის, დაზიანდა კედლები, სველ წერტილებში ჩამოიშალა ჭერი;

❗️ წყალსადენი სისტემა არ მუშაობს და წვიმა გროვდება ტრიბუნებზე.

? სტანდარტების უხეში დარღვევით აშენებული სტადიონის დასრულება ბიუჯეტიდან დამატებით 8 მილიონს მოითხოვს.

? ამ დროს ზუგდიდის ყოველი მე-6 მცხოვრები ღატაკია და სოციალურ შემწეობას იღებს.

 

5. მაღალჩინოსნები “ტურიზმით” ამართლებენ ბიძინა ივანიშვილის საჩუქარს, რომლის შენახვაც ქვეყანას ძვირად უჯდება;

Image may contain: text

?2017-19 წლებში Black Sea Arena-ს მიერ გაყიდული ბილეთების მხოლოდ 2% იყიდეს  ქვეყნის გარეთ;

?სახელმწიფომ 20 მილიონზე მეტი გადაიხადა Black Sea Arena-ზე 25 კონცერტის გამართვაში და მხოლოდ 5 მილიონის ბილეთები გაყიდა.

 

4. ბათუმის გარე განათების გაუმართაობის გამო მუნიციპალური ბიუჯეტი ზარალობს.

Image may contain: 1 person, smiling

?განათების გამართულობაზე პასუხისმგებლობა შპს “აჭარგანათებას” ეკისრება.

?”აჭარგანათება” 2011 წლიდან უკონკურენტო გარემოში იგებს სახელმწიფო ტენდერებს.

?‍☠️მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება 27 მილიონ ლარს შეადგენს.

?”აჭარგანათების” დირექტორი საკრებულოს წევრის ძმაა, რომელთა დედაც კომპანიის 52%-ის მფლობელია.

?ბათუმის მერიას კომპანიის 731400 ლარით დაჯარიმება ყოველთვიურად შეეძლო, თუმცა ბერკეტი არასოდეს გამოუყენებია.

?მიუხედავად ხარვეზებისა და აუდიტის არაერთი რეკომენდაციისა, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო კვლავ “აჭარგანათებას” უხდის მილიონებს.

 

3.მხოლოდ 2019 წლის ივლის-აგვისტოში მთავრობამ 2 ტენდერით 18 მილიონი ლარის ავტომანქანები შეისყიდა;

Image may contain: 1 person, standing

? გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია;

? “ფრანს ავტოს” თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილია, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია.

? “ფრანს ავტოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გოგორიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშილი 2015 წელს ჩაანაცვლა.

 

2.გუბერნატორების ადმინისტრაციები ამ ფორმით საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან მათ ფუნქციებს მერიები ისედაც ასრულებენ.

No photo description available.

? 2014 წლიდან შემცირებულია აპარატში დასაქმებულთა რაოდენობა და მოვალეობები, თუმცა გაორმაგებულია ბიუჯეტი და ხელფასები (6000 ლარამდე).

? დღეს გუბერნატორების ინსტიტუტის ერთადერთი პრაქტიკული ფუნქცია ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენაა.

? ეს მოდელი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიას და წარმოადგენს ორმაგ ხარჯს.

? ხელფასების გარდა, საწვავი, რომელიც თითოეულ გუბერნატორს გაუპიროვნეს,  დედამიწის გარშემო ორ წრეს ეყოფოდა.

?დანარჩენი პირველ კომენტარში ?

 

1. 2019 წლის 9 თვეში საჯარო უწყებებში სულ 168 მილიონის პრემია-დანამატი გაიცა;

Image may contain: text

? აქედან მესამედი, 64 მილიონი ლარი, მხოლოდ და მხოლოდ შსს-ზე მოდის;

? გაზრდილ თანხაში ჯერ არ შედის ოქტომბერ-ნოემბრის დარბევების საბიუჯეტო ჯილდო.

წყარო: https://at.ge/2020/01/03/flangvis-detectori/?fbclid=IwAR0pA_mcCg07a_WndvEVxEdoQcqsExZOkZbPgAy4xxJsw8_Z9n2NILZYemE

 

“ქართული სახელმწიფო უწყებებისა და საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო სახსრების დაუდევარი თუ კორუფციული ხარჯვა ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა. ღარიბი ქვეყნის ხაზინიდან მთელი წლის განმავლობაში, ხშირად საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანების პირადი გამორჩენისთვის,  მილიონობით ლარი ნიავდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ბიუჯეტის სახსრების უთავბოლო ხარჯვას დოკუმენტურად წარმოადგენს,  “ფლანგვის დეტექტორია”, რომელიც რეგულარულად იკვლევს და ვიზუალიზაციის სახით აქვეყნებს მონაცემებს საქართველოს მასშტაბით  საჯარო სამსახურებისა და ჩინოვნიკების მხრიდან ჩადენილი დარღვევებისა თუ დაუდევრობის შესახებ.” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”.

თეგები: ფლანგვის დეტექტორიქუთაისი
გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, აკონტროლეთ სიჩქარე. ნუ იქნებით სულსწრაფი, მიჰყევით თქვენს გეგმებს. კურო შესაძლოა, დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, ან სარფიანი გარიგება დადოთ, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს ფინანსურ შემოსავლებს. ტყუპები გაგახარებთ პროფესიული...

დაწვრილებითDetails

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ხატაეთის ქ. N60-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 დან 3...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – განცხადება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე. დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი,...

დაწვრილებითDetails

“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა გარდაცვლილი 30 წლის გიორგი გოგიშვილია, რომელიც წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: " გიო.ჩემო წერტილა. რა მოგივიდა ჩემო კარგო ბიჭო.რა მოხდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი- რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

"გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"