სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და დაკრედიტება ფინკა ბანკის ერთ-ერთ ძირითად
მიმართულებას წარმოადგენს. ბანკი მუდმივად მუშაობს სხვადასხვა პროდუქტებზე,
რათა ფერმერებს მათზე მორგებული პირობები შესთავაზოს.
მომხმარებლის მიზნებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე ფინკა ბანკი ფერმერებს
შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს:
აგრო სესხის განვადება – განკუთვნილია მათთვის, ვისაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა,
აღჭურვილობა, მასალები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა
და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციის შეძენა სურს.
ამისათვის ფინკა ბანკის პარტნიორი კომპანიის „აგროსფერო“ მაღაზიათა ქსელში
სასურველი პროდუქციის შერჩევისას ფინკა ბანკის აგრო სესხის განვადება წლიური 0%-
დან (ეფექტური 0.65%-დან) არის ხელმისაწვდომი. აგრო სესხის განვადება
ფერმერებისთვის ხელსაყრელია იმითაც, რომ სესხის დამტკიცებისა და განაღდების
საკომისიო 0%-ია და ამ იაფი ფინანსური რესურსით აგრო მეურნეობების
განვითარებისათვის საჭირო ინვენტარისა თუ მასალების შეძენა უფრო ხელმისაწვდომი
ხდება.
შეღავათიანი აგროკრედიტი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის
განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო
დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე
წვდომა მისცეს. ფინკა ბანკი პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს კრედიტს ორი
მიმართლებით სთავაზობს: მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის (სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ტექნიკის ან/და იმპლემენტის (აგრეგატის) შესყიდვა) და ძირითადი
საშუალებებისთვის (გადამამუშავებელი, ინფრასტრუქტურული და პირველადი
სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, შესაფუთი მასალების წარმოება და ა.შ.). შეღავათიანი
აგრო სესხის აღება 7,000-დან 250,000 ლარამდეა შესაძლებელი, მაქსიმუმ, 60 თვემდე
ვადით, საიდანაც თანადაფინანსება პირველ 48 თვეს შეეხება.
აგრო სესხი: განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მეურნეობის გაფართოვება, ფერმის
აშენება, სოფლად სახლის რემონტი, სასოფლო-სამეურნეო-საოჯახო
ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენა, სეზონური სამუშაოების დაფინანსება თუ სხვა
პირადი, თუ სასოფლო-სამეურნეო მიზნების შესრულება. ფინკა ბანკის აგრო სესხი
4,000-დან 60,000 ლარამდე 1 სამუშაო დღეში გაიცემა, გადახდის გრაფიკი კი
ინდივიდუალურია, მომხმარებლის შემოსავლის სტრუქტურის მიხედვით დგება.
ფინკა ბანკის აგრო პროდუქტებით სარგებლობისთვის გვეწვიეთ სერვის ცენტრში
თქვენს ქალაქში, შეავსეთ ელექტრონული განაცხადი ან დაგვირეკეთ *4949.
ფქვილის ფასებია გაქცეული ძალიან, 60 ლარი ღირს ერთი ტომარა – სად და რამდენით გაძვირდა პური
ერთ კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში პურის ერთ-ერთი ასორტიმენტის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. კერძოდ, 530 გრამიანი პროდუქტი 1.20 ლარის ნაცვლად, 1.30 ლარი გახდა, ხოლო 410 გრამიანი 1 ლარიდან 1.10 ლარამდე გაძვირდა. როგორც...