ეროვნული ლიგის მე-7 ტური დღეს ზესტაფონში “სამგურალისა ” და “საბურთალოს ” დაპირისპირებით დასრულდა .
გარდა იმისა რომ შეხვედრაში გამარჯვება “სამგურალმა” მოიპოვა, (2:1) წყალტუბოელთა რიგებში ნოდარ ყალიჩავა გამოჩნდა,სწორედ ეს უკანასკნელი ზრუნავდა რომ წყალტუბოელების კარი მშრალად შენახულიყო.
მატჩის შესაფასებლად “სამგურალის” მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭელიძეს დავუკავშირდით:
“რთული თამაში გამოვიდა ,თავიდან თამაშში ჩართვა გაუჭირდათ ბიჭებს, მაგრამ მონახეს ძალები და შემოატრიალეს თამაში .დავალება გადაიტანეს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ, დასანანია რეალიზება ყველა მომენტის ვერ მოვახერხეთ მაგრამ 3ქულა ავიღეთ. მადლობა ჩემი გუნდის ფეხბურთელებს”
შეკითხვაზე რატომ ვერ ვიხილეთ დღეს მოედანზე ლევან შოვნაძე,გიორგი ჭელიძემ გვიპასუხა:
“ფეხბურთია გუნდია,ხან შოვნაძე ითამაშებს,ხან ყალიჩავა”.