ინგრედიენტები
- ბადაგი ანუ ყურძნის წვენი 3ლ ;
- 3ჩ.ჭ წმინდად გაცრილი სიმიდის ფქვილი ;
- 1ჩ.ჭ პურის ფქვილი ;
მომზადების წესი
ორივენაირი ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში და გავხსნათ ბადაგში კარგად. შემოვდგათ ცეცხლზე და ვურიოთ ხის მოსარევით განუწყვეტლივ, სანამ არ ადუღდება.
შემდეგ დავუწიოთ დაბალ ალზე და იყოს მანამ სანამ ფქვილის სუნი არ გაუვა, შიგადაშიგ ვურევთ. ბოლოს დავატკბობთ შაქრით სურვილისამებრ და დავასხავთ წინასწარ წყალმოვლებულ ჭურჭელზე.
თუ ღრმა ჭურჭელში ჩავასხავთ და გადმობრუნება გვინდა მაშინ წინდაწინ, უკვე გაცივებული შევდგათ ცოტა ხანს მაცივარში და ადვილად გადმოვა.
ეს არის 3ლ წვენის მასალა. ფქვილს შეამცირებთ ან გაზრდით წვენის რაოდენობის მიხედვით.