,,ფაქტიურად სასიკვდილოდ გამიმეტეს” – ,,ევროპა ჩვენი სახლიას წარმომადგენელი ვახტანგ სიხარულიძე საავადმყოფო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.
,,ცუდად მყოფი მოწამლული მივედი და ფაქტიურად კარები ცხვირ წინ მომიკიტედ, ისე რომ არც კი გამსინჯეს, როგორც მოხვედი ისე წადი, სპეციალისტი არ გვყავსო, არც დაიტერესებულან მქონდა თუ არა წასვლის თავი, ფაქტიურად სასიკვდილოდ გამწირეს. სამწუხარო ისაა რომ, ეს სისტემური პრობლემაა. ამის შესახებ მე სოციალურ ქსელშიც დავწერე, მაგრამ არც თვითონ საავადმყოფოს ადმინისტრაციისგან, არც სამინისტროსგან რეაგირება არ მოყოლია. საუბარია წყალტუბოს გადასახვევთან არსებულ ინტერვენციულ საავადმყოფოზე” – განაცხადა სიხარულიძემ მედიასთან შეხვედრისას.