ქუთაისის #9 საჯარო სკოლის შენობდან მე-10 კლასელი მოსწავლე ჩამოვარდა.
როგორც სკოლის დირექტორმა სოფიო ქუთათელაძემ “მეგა ტვ”-ს განუცხადა მეათე კლასელი ბიჭი გასახდელი ოთახის ფანჯრიდან გადავიდა, გარე განათებას ფეხი დააბიჯა, რამაც ვერ გაუძლო და მოზარდი მეორე სართულიდან ჩამოვარდა.
რატომ გადავიდა მოსწავლე ფანჯრიდან დირექტორის, თქმით ეს მისთვის უცნობია. სოფიო ქუთათელაძე ამბობს რომ, თავად ბავშვა ვერ ახსნა თუ რატომ ჩაიდინა ეს საქციელი, დირექტორი კი ფაქტს ბავშვურ ცელქობას უწოდებს.
მისივე განმარტებით შემთხვევა მე-6 გაკვეთილის შემდეგ მოხდა. მოზარდს კოჭის ძვალი აქვს გაბზარული.
მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინოფორმაციას, რომ შენობის მეორე სართულიდან სამი მოსწავლე გადმოხტა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახური. მოზარდი ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.